უკრაინული დელეგაცია ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგა პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრების შემდეგ „მეტი სიცხადე იქნება იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე მომზადებულია ამერიკულ მხარესთან ერთად, ასევე რუსეთის პასუხთან დაკავშირებით მთელი იმ დიპლომატიური მუშაობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს".

ზელენსკიმ დააზუსტა, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის აღდგენის პაკეტთან დაკავშირებული რიგი საკითხების დახვეწა. მისი თქმით, ყველაფერი მზად თუ იქნება, ხელმოწერა შესაძლოა, 19-23 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგეს.

„საკითხი არ არის იმაში, რომ დღესვე, სასწრაფოდ მოვაწეროთ ხელი. მნიშვნელოვანია, იქ იყოს ყველა ასპექტი, რომელზეც პარტნიორებთან ვისაუბრეთ, რომ უკრაინა ომის შემდეგ არ დარჩეს „შიშველი და ფეხშიშველი", გვქონდეს რეალური ფინანსური მხარდაჭერა. სწორედ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

საუბარია, მათ შორის, ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის მოზიდვაზე უკრაინის აღსადგენად.

2025 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად გაასაჯაროვა სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი, რომელსაც მოლაპარაკებების მონაწილე მხარეები განიხილავენ. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი" წერს, უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-თან უკვე შეათანხმეს ძირითადი პარამეტრები. აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ შაბათს მაიამიში გაიმართება ამერიკა-უკრაინის კონსულტაციების მორიგი რაუნდი კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხზე. სტეფანიშინას თქმით, უკრაინული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის პარტიის, „ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია. სტეფანიშინას არ დაუკონკრეტებია, ვინ წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, თუმცა წარსულში ამ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. სტეფანიშინა ასევე წერს, რომ ვაშინგტონი და კიევი „მუშაობენ ორ საკვანძო დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელთა საერთო მოცულობა 800 მილიარდ დოლარამდეა".

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს
,,უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ტრამპმა ღაზის სექტორში „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრთა სიაში მარკო რუბიო და ტონი ბლერი შეიყვანა
ლონდონში, ირანის საელჩოს წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებულებიც
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს -"როიტერი"
,,ევროკავშირი „ჩამავალი ვარსკვლავია“ - მსურს, ძლიერი პოლონეთი ჯანსაღ ევროკავშირში ვიხილო''- პოლონეთის პრეზიდენტი
უკრაინული დელეგაცია ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა
,,იტალია გრელანდიაში თავის ჯარებს არ გაგზავნის''- იტალიის თავდაცვის მინისტრი
,,სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტებს, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი''- ზელენსკი
ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინა მტკივნეულ დათმობებზე უნდა წავიდეს მშვიდობის მისაღწევად
რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს - დიმიტრი პესკოვი
,,უკრაინაში გენერატორების საგანგებო მარაგის ამოწურვის ფონზე ბავშვები ჰიპოთერმიის საფრთხის წინაშე არიან''- „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის“ საზოგადოება
სასამართლომ ტიმოშენკოს გირაოს სახით 33 მილიონი გრივნის გადახდა დააკისრა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია
გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს -იენს-ფრედერიკ ნილსენი
რუსეთი ევროპული ქვეყანაა, მასთან ბალანსის აღდგენას თუ შევძლებთ, ევროკავშირი და ჩვენც კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ-ფრიდრიხ მერცი
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა
ჩვენი ქვეყანა მშვიდობისკენ ისწრაფვის, კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები არ არიან მზად, მანამდე რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას -ვლადიმერ პუტინი