ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას-Reuters

სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკომისია განიხილავს წინადადებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების საშუალებას მისცემს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, თუმცა თავდაპირველად სრული წევრობის უფლებების მინიჭების გარეშე.

სტატიის ავტორის თქმით, ევროკავშირში ბევრი ამ იდეას „სრულიად არარეალურად" მიიჩნევს, რადგან გაწევრიანება ამჟამად დამსახურებაზეა დაფუძნებული და მხოლოდ ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტაციის პროგრესით იწყება.

დიპლომატების თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წელს შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის განხილულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში იყო ასახული, როგორც ღონისძიება უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ომის დასრულების შემდეგ.

თუმცა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ან ნებისმიერი სხვა თარიღი, სრულიად არარეალურია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება ამჟამად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რომელიც წინ მიიწევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის. ბლოკში გაწევრიანება ასევე მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობას.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ, ვიდრე მაშინ, როდესაც გაწევრიანების წესები პირველად ჩამოყალიბდა", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, უკრაინა და სხვა პოტენციური კანდიდატი ქვეყნებიც სწრაფად გაწევრიანდებიან ევროკავშირში და შემდეგ მიიღებენ „ეტაპობრივ წვდომას" ხმის მიცემის უფლებაზე.

როგორც Reuters-ი იუწყება, უკრაინა 2022 წლის თებერვლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და იმავე წლის ივნისში გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მოლაპარაკებები კი 2023 წლის ბოლოს გაიხსნა.

როგორც წესი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წლები გრძელდება. პოლონეთს, რომელსაც დაახლოებით უკრაინის მსგავსი მოსახლეობა ჰყავს, მოლაპარაკებები დასასრულებლად და ყველა საჭირო სამართლებრივი ცვლილებისთვის განსახორციელებლად ომის გარეშე 10 წელი დასჭირდა, რათა 2004 წელს ცხრა სხვა ქვეყანასთან ერთად გაწევრიანებულიყო.

თუმცა ევროკომისიის ზოგიერთი წევრი ამტკიცებს, რომ პოლიტიკურად, უკრაინას ამდენი დრო არ აქვს, რადგან უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს ტერიტორიულ დანაკარგებს კიევისთვის, და ეს უკრაინელებისთვის რთულად მისაღები იყოს, განსაკუთრებით შესაძლო რეფერენდუმის პირობებში.

 





მსგავსი სიახლეები
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist
ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას-Reuters
"ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა, თანდათანობით კვდებიან, შემდეგ კი უეცრად...მაგრამ ირანის რეჟიმი უეცარი სიკვდილის წერტილამდე არ მისულა"-BBC
"აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი"-The Daily Telegraph
"ჩავესის იდეოლოგია არსებობას განაგრძობს: ვენესუელის მომავალი მადუროს დაკავების შემდეგ"-TRT
"ძირითადი ნიშნები იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი შეიძლება დაეცეს"-The Daily Telegraph
 "ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს"-BBC
"უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს"-The New York Times
"რუსეთის ზღვისიქითა იმპერია ინგრევა: ვლადიმერ პუტინი მოკავშირეებს კარგავს"-The Daily Telegraph
"უკრაინის უსაფრთხოების გარანტი - პარიზის დეკლარაცია - მხოლოდ "ქაღალდის ვეფხვია", რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალები არ არის"-The Daily Telegraph
"ტრამპი  "დონროს დოქტრინის" გამოცხადებით კოლუმბიას, კუბას და მექსიკას აფრთხილებს"-Times of India
 "უკრაინა, ღაზას სექტორი... ომების დასრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ  პოლიტიკოსებმა ადამიანების მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა გამოხატონ... მაგრამ რას ფიქრობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი?"
"ვენესუელა ახლა უკვე დონალდ ტრამპს ეკუთვნის:აშშ-ის პრეზიდენტის მადა სამხედრო ავანტიურების მიმართ მატულობს"-Financial Times
"ტრამპის დიდი ავანტიურა ვენესუელის მიმართ: გავლენის სფეროებისაკენ დაბრუნება და პრინციპის "ვინც ძლიერია, ის მართალია"-ს აღიარება?"-The Daily Telegraph
"უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ"-Financial Times
"თურქეთს გამოცდას უწყობენ?"- უცხოური პრესა
"ჩვენ უკრაინელებს მხარი მანამ უნდა დავუჭიროთ, სანამ მათ დახმარება სჭირდებათ"-The Daily Telegraph