შსს-ს თანამშრომლებმა ექვს კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ექვს კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.პ. და 1992 წელს დაბადებული გ.რ.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს