პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა ძალიან დიდი წარმატებაა და ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა.
„როგორც რიგითმა გულშემატკივარმა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ნიჭთან ერთად ძალიან დიდი შრომის შედეგია ის წარმატება, რასაც თქვენ მიაღწიეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა, დიდი წარმატება გისურვოთ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, წლების განმავლობაში მეტი და მეტი წარმატება იქნება. ამას თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით. წარმატებული, ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ და წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ასპარეზობისთვის ხვალ მიემგზავრება და A ჯგუფში ხორვატიის, ლატვიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, სლოვენიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა
მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ -კახა კალაძე სპორტსმენებს
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ESPN-მა მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად დაასახელა
ალექსანდრე ბალაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლები | ESPN-ის რეიტინგში პირველი ილია თოფურიაა
ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს
ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩაფრინდა
,,ეს ქორწინებას ჰგავს – მხარდაჭერა გვჭირდება''- ვილი სანიოლი
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, შეხვდა