გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი

სრული სიცრუეა, რომ 15 იანვარს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე წახალისებული იყო „ირანის რადიკალური სცენარები", მსგავსი არაფერი წამოჭრილა, გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფიშერი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი იყო ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია.

„15 იანვარს საქართველოს ახალგაზრდების კავშირის წევრებს შევხვდი გერმანიის საელჩოში და ფოტო დავდე „იქსზე". დღეს „იმედი" და „რუსთავი 2" აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა „საიდუმლო" იყო, წახალისებული იყო „ირანის რადიკალური სცენარები". ეს სრული სიცრუეა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი არაფერი წამოჭრილა. გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას. ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია, განათლების რეფორმასა და ღრმად პოლარიზებულ გარემოზე, სადაც განსხვავებული აზრი ღალატად არის მიჩნეული, სინამდვილეში კი ეს დემოკრატიის არსია. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება", - წერს ფიშერი.

ტელეკომპანია „იმედმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 15 იანვარს აქციების მონაწილე რამდენიმე აქტივისტს შეხვდა. კერძოდ, „იმედის" ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრის თემა იყოს აქციების დაფინანსება, შემდგომი სტრატეგია, მათ შორის საუბარი იყო ირანულ სცენარზეც. აღნიშნული პირები გერმანიის ელჩთან შეხვედრას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.

 





მსგავსი სიახლეები
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ "ბიბისი"აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას -არჩილ გორდულაძე
ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, დღეს დაიწყებდნენ საუბარს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები -შალვა პაპუაშვილი
მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია-კახა კალაძე
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
მალხაზ გულაშვილის კითხვებს "რეალურ პოლიტიკაში" ჯონდი ბაღათურია უპასუხებს
დონალდ და მელანია ტრამპებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები