პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
არის კონკრეტული ინფორმაცია, რომ პეტერ ფიშერმა საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც არავის უნდა გაუკვირდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი არის ადამიანი, რომელიც რადიკალ აქტივისტებთან ფოტოებს იღებდა და დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რათა მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა
„გასაკვირი არაფერია ბატონი ფიშერისგან, რომელიც მამუკა ხაზარაძის მდგმური გახლავთ. ადამიანი, რომელიც გაწვეული იყო კონსულტაციებზე, ჩამოვიდა, ორი დღეც ვერ მოითმინა, მივიდა აქციებზე, პოზირებდა და ფოტოებს იღებდა ერთ-ერთ რადიკალურ აქტივისტთან, რომელიც ჩვენს ეკლესიას ლანძღავდა და აგინებდა და რომელიც დაკავებულია. მანამდე, ფოტოებს იღებდა ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ ქალბატონ მარიამ ლაშხს მიუვარდნენ და მთელი პერფორმანსი დაუდგეს. ეს არის ადამიანი, რომელი გამიზნულად ლობირებს ბანერთან, რომელსაც აწერია „მონა", რომელიც დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რათა მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა. ახლა კი, არის კონკრეტული ინფორმაცია, რომ პეტერ ფიშერმა საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც არავის უნდა გაუკვირდეს. ამ რადიკალების ჯგუფში ერთ-ერთია ბატონი მიშველაძე, რომელიც გამორჩეული რადიკალია, გირჩი ჯაფარიძის პარტიის წევრი. ეს იყო დახურული, საიდუმლო სახის შეხვედრა. არის ინფორმაცია, რომ ბატონი ფიშერი ამ შეხვედრაზე ამ რადიკალებს მოუწოდებს, რომ ეს აქციები უკვე თავის ძალას კარგავს და მუხტის მოსამატებლად უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი, კერძოდ უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რათა ამ აქციას მუხტი მიეცეს და რადიკალურ ქმედებებში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ტელეკომპანია „იმედმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 15 იანვარს აქციების მონაწილე რამდენიმე აქტივისტს შეხვდა. კერძოდ, „იმედის" ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრის თემა იყოს აქციების დაფინანსება, შემდგომი სტრატეგია, მათ შორის საუბარი იყო ირანულ სცენარზეც. აღნიშნული პირები გერმანიის ელჩთან შეხვედრას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საელჩოში 15 იანვრის შეხვედრაზე ირანის სცენარზე საუბარი არ ყოფილა და მსგავს დეზინფორმაციას გერმანიის სახელით აპროტესტებს.
მსგავსი სიახლეები
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ "ბიბისი"აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას -არჩილ გორდულაძე
ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, დღეს დაიწყებდნენ საუბარს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები -შალვა პაპუაშვილი
მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია-კახა კალაძე
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
მალხაზ გულაშვილის კითხვებს "რეალურ პოლიტიკაში" ჯონდი ბაღათურია უპასუხებს
დონალდ და მელანია ტრამპებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები