,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი

 

ევროკავშირისა და ევროკომისიის შიგნითაც ის ხალხია, რომლებიც თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. ის ხალხი გვაკრიტიკებს და ავრცელებს ჩვენზე უსამართლო მიდგომას, რომელიც თვით ევროკავშირში იწვევს კრიტიკას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

მისი შეფასებით, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა.

„ერთი, რომელიც ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და იქ საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მეორე - ევრობიუროკრატების შეფასება, სადაც ყოველთვის ვართ ზეწოლის ქვეშ და ყოველთვის უკმაყოფილოები არიან. ევროკავშირისა და ევროკომისიის შიგნითაც ეს ის ხალხია, რომლებიც თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. ის ხალხი გვაკრიტიკებს და ავრცელებს ჩვენზე უსამართლო მიდგომას, რომელიც თვით ევროკავშირში იწვევს კრიტიკას.

ეს ხალხი არის სწორედ იმ გლობალური ძალის დავალების შემსრულებლები, რომელსაც ამასთანავე უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ეს ერთი და იგივე ხელით მართული სხვადასხვა აქტორია, სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, რომელთა საბოლოო მიზანი არის ის, რომ გეოპოლიტიკურ სივრცეში შეიქმნას თამაშის ისეთი წესები, როგორიც გლობალური აქტორების ჯგუფს უნდა. ამ თამაშის ნაწილია ევროკავშირის ცალკეული ბიუროკრატების ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ "ბიბისი"აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას -არჩილ გორდულაძე
ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, დღეს დაიწყებდნენ საუბარს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები -შალვა პაპუაშვილი
მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია-კახა კალაძე
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
მალხაზ გულაშვილის კითხვებს "რეალურ პოლიტიკაში" ჯონდი ბაღათურია უპასუხებს
დონალდ და მელანია ტრამპებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები