კახა კალაძე - ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი და მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია

 

დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

 

ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშულებითაც იყრება ტექნიკური მარილი.

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო.

 

„მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური - „თბილსერვის ჯგუფი", გამგეობები. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან აქტიური თანამშრომლობა ხდება საპატრულო პოლიციასთან, „112"-თან, რადგან თუ რაიმე აუცილებლობა არსებობს, ცხელი ხაზი ჩართულია და გვაწვდიან ინფორმაციას, სად რა მდგომარეობა არსებობს. გარდა ამისა, მოქმედებს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი. ინფორმაციას ასევე ვიღებთ ავტობუსების მძღოლების საშუალებით. ცენტრალური გზები და გამზირები, ასევე, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია. ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არსად გვაქვს. დღეს ღამე და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს. ტექნიკური მარილის დაყრის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. აქვე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომ ზამთრის საბურავების გარეშე თავი შეიკაონ გადაადგილებისგან", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის", რაიონული გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

 

აღნიშნულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ასევე, მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და მოხდება შესაბამისი რეაგირება.

 

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 იანვარის ამინდის პროგნოზი
კახა კალაძე - ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი და მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია
გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
"ერთად დავძლიოთ აუტიზმი"-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად
ბათუმის ბულვარში მეპატრონესთან შეთანხმებით, კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში
,, რა მჭირს ქვეყნის დასატოვებელი ან დასაჭერი? დასაჭერი რომ ვყოფილიყავი აქამდე მომხედავდნენ, ან ვინ სად გამიშვებდა?''- ირაკლი ხმალაძე
ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ
"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს "ილია ვტაროიდ", ხოლო საპატრიარქოს "ილია ვტაროის ოფისად" მოიხსენიებს
18 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
სამი მიმართულება, სადაც მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია - გაფრთხილება მძღოლებს
თბილისის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს მარხვაა
18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 იანვარის ამინდის პროგნოზი
კობა ლიკლიკაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს შეუერთდა