თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა

 

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეულს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.

 

მიმდინარე კვირაში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

 

„ეროვნული სკრინინგ ცენტრი უერთდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას და თბილისის სატელევიზო ანძას ზურმუხტისფრად ანათებს. აღნიშნული სიმბოლური ჟესტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სკრინინგის, ადრეული გამოვლენის მნიშვნელობას, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე პრევენტირებადი დაავადება მისი ადრეულად გამოვლენის შემთხვევაში. ეროვნული სკრინინგ ცენტრი მოუწოდებს ქალებს, ისარგებლონ სკრინინგული პროგრამებით გათვალისწინებული სერვისებით", -განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.

 

თბილისის სატელევიზიო ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის" მხარდაჭერით განათდა.

 

აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

 

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 იანვარის ამინდის პროგნოზი
კახა კალაძე - ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი და მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია
გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
"ერთად დავძლიოთ აუტიზმი"-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად
ბათუმის ბულვარში მეპატრონესთან შეთანხმებით, კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში
,, რა მჭირს ქვეყნის დასატოვებელი ან დასაჭერი? დასაჭერი რომ ვყოფილიყავი აქამდე მომხედავდნენ, ან ვინ სად გამიშვებდა?''- ირაკლი ხმალაძე
ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ
"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს "ილია ვტაროიდ", ხოლო საპატრიარქოს "ილია ვტაროის ოფისად" მოიხსენიებს
18 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
სამი მიმართულება, სადაც მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია - გაფრთხილება მძღოლებს
თბილისის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს მარხვაა
18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 იანვარის ამინდის პროგნოზი
კობა ლიკლიკაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს შეუერთდა