უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი

დიდი ხანია, ევროპელი ლიდერებისგან აღარ გაგვიგია განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბრონ ევროპული ქვეყნების ლიდერები ვლადიმერ პუტინს, რომელიც მათ მიერვე დაფუძნებულმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა.

„რუსეთის დამარცხების იმედი ჰქონდა ევროკავშირს, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. დიდი ხანია, აღარ გაგვიგია ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება, უკრაინა კი იმარჯვებს; მათთვის ზელენსკი უკვე აღარ არის გმირი, მას ისე აღარ ხვდებიან, როგორც ადრე. აღარ უფენენ წითელ ხალიჩებს, წარსულში დარჩა ოვაციები დასავლურ პარლამენტებში და დითირამბების ფრქვევა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ უკრაინა ვეღარ იმარჯვებს, ევროპელმა ლიდერებმა მას ზურგი აქციეს და გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი ინტერესებისთვის უკეთესია, თუ რუსეთთან დალაგდებიან და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი. მეორე მხრივ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინი კრიმინალად ცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა.

ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ელაპარაკონ მას იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც ეს სასამართლო დააფუძნეს? რას ეტყვიან - „შენი ნებით დაიდე ხელბორკილები და გამომყევი, რათა ჰააგის საპატიმროში ჩაგსვათ?" რა თემაზე უნდა ელაპარაკონ? ალბათ, მხოლოდ იმაზე, რომ იქნებ ისევ იაფად მიაწოდოს ენერგორესურსები, რადგან ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა ნადგურდება, ტრადიციული ინდუსტრიები სულს ღაფავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან მთავარი საწარმოები კი ზოგი ჩინეთში გადავიდა, ზოგი კი - ამერიკაში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსული გაზი არ უნდა მივიხმაროთ, რადგან თურმე ეს დანაშაულია, მაგრამ თუ აზერბაიჯანიდან მივიღებთ იმავე რუსულ გაზს ორმაგ ფასად, თურმე ეს სწორი პოლიტიკაა. ეს არის თვალთმაქცობა და ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი პოლიტიკა, რომელზე დათანხმებაც დაუშვებელია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 





მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს -ლევან მახაშვილი
უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: სუფრაზე, სადაც მსოფლიო გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს
,,გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა''- გიორგი ვოლსკი
,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ "ბიბისი"აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას -არჩილ გორდულაძე
ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, დღეს დაიწყებდნენ საუბარს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები -შალვა პაპუაშვილი
მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია-კახა კალაძე
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
მალხაზ გულაშვილის კითხვებს "რეალურ პოლიტიკაში" ჯონდი ბაღათურია უპასუხებს
დონალდ და მელანია ტრამპებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს