გვსურს, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, თუ ეს შესაძლებელია, გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ -ფრიდრიხ მერცი

ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, თუ ეს შესაძლებელია. გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„მსოფლიოში ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აშშ-თან მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები", - განაცხადა მერცმა.

მერცმა აღნიშნა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დონალდ ტრამპთან აღნიშნულ საკითხზე საუბარს გეგმავს.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, უპასუხოს სხვადასხვა ზომით, თუ საჭირო გახდება, მაგრამ არ სურს და იმედოვნებს, რომ საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდება. მისივე თქმით, ტრამპს არაერთხელ გაუჟღერებია ტარიფებით მუქარა და ხშირად ეს მუქარა სისრულეში მოჰყავს, მაგრამ მისი გადარწმუნება ზოგჯერ შესაძლებელია.

„ჩვენ არ გვინდა ესკალაცია. ჩვენ არ გვინდა სავაჭრო დავა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ თუ ჩვენ წინაშე აღმოჩნდება ტარიფები, რომლებსაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ შეგვიძლია, რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილული იქნება ხუთშაბათს, ევროკავშირის საგანგებო სამიტზე.

 





მსგავსი სიახლეები
,,ათ დღეში დედაქალაქი 600 000-მა ადამიანმა დატოვა''- კიევის მერი
ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი
,,ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას''- ემანუელ მაკრონი
ავიაკომპანია Jet2-მა აეროპორტში 35 მგზავრი დატოვა და ისე გაფრინდა
,,ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი
დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" 49 ქვეყანა მიიწვია-"ბლუმბერგი"
არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას - დონალდ ტრამპი
ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება-უკრაინის თავდაცვის მინისტრი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ – რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასირებული დარტყმისთვის
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა
,, ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე''- დონალდ ტრამპი
,,ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს'' - დიმიტრი პესკოვი
დონალდ ტრამპი - გაყალბებული არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივი მოვლენაა
,,აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის“ საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად''- ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი
„მშვიდობის საბჭოს” წევრობისთვის მიწვევა კიდევ სამმა ქვეყანამ, ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა მიიღო
,,დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს''- ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია -ნორვეგიის პრემიერი
გვსურს, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, თუ ეს შესაძლებელია, გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ -ფრიდრიხ მერცი