,,დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს''- ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს" დამფუძნებელი გახდეს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, რუსლან ვარანკოვის განცხადებით, ბელარუსმა მიიღო დონალდ ტრამპის პირადი მიმართვა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი.

„ღაზაში ვითარების მოგვარების კონტექსტში, ბელარუსს სთავაზობენ, გახდეს „მშვიდობის საბჭოს", ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ძალიან ვაფასებთ, რომ ამერიკული მხარე ბელარუსს აღიქვამს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც მზადაა, აიღოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პასუხისმგებლობა. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ წინადადებას, როგორც ბელარუსის ლიდერის პირადი მიღწევების აღიარებას. წინადადება გადაეცა ბელარუსის პრეზიდენტს და მან ის დადებითად მიიღო. ჩვენი პოზიცია ასეთია: მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა „მშვიდობის საბჭოს" საქმიანობაში და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ორგანიზაცია გააფართოებს თავის მოქმედების არეალს, უფლებამოსილებებს შემოთავაზებული მანდატის მიღმა. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას, რომელსაც ბელარუსი ბოლო წლებში აქტიურად უჭერდა მხარს", - აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე,  კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიპლომატიური არხებით აშშ-ისგან „მშვიდობის საბჭოს" წევრობის მიწვევა მიიღო.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ათ დღეში დედაქალაქი 600 000-მა ადამიანმა დატოვა''- კიევის მერი
ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი
,,ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას''- ემანუელ მაკრონი
ავიაკომპანია Jet2-მა აეროპორტში 35 მგზავრი დატოვა და ისე გაფრინდა
,,ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი
დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" 49 ქვეყანა მიიწვია-"ბლუმბერგი"
არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას - დონალდ ტრამპი
ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება-უკრაინის თავდაცვის მინისტრი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ – რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასირებული დარტყმისთვის
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა
,, ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე''- დონალდ ტრამპი
,,ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს'' - დიმიტრი პესკოვი
დონალდ ტრამპი - გაყალბებული არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივი მოვლენაა
,,აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის“ საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად''- ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი
„მშვიდობის საბჭოს” წევრობისთვის მიწვევა კიდევ სამმა ქვეყანამ, ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა მიიღო
,,დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს''- ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია -ნორვეგიის პრემიერი
გვსურს, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, თუ ეს შესაძლებელია, გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ -ფრიდრიხ მერცი