გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა

 

გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა. თეიმურაზ პაპასკირმა „პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების" საჩივრის დაკმაყოფილებას არ გეგმავს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.

იმის გასარკვევად, თუ საიდან აქვს პოლიტიკოსს ეს ინფორმაცია, „ქრონიკა" პაპასკირს დაუკავშირდა, აქვს თუ არა BBC-ის, წინასწარ, შინაარსობრივი განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება. გვარამიას პარტიის წევრმა კითხვებს ვერ უპასუხა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით საკუთარ ნათქვამზე პასუხისმგებლობას გაექცა.

„ქრონიკის" კითხვებს ვერ პასუხებენ კოალიციის სხვა წევრებიც.

საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება" შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის" გამოყენებას აბრალებდა.

ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი" შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.

 

 





მსგავსი სიახლეები
გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა
ჯაფარიძის პარტია და "ნაცმოძრაობა" ოპოზიციად დიდი ხანია, არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ -გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს -ლევან მახაშვილი
უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: სუფრაზე, სადაც მსოფლიო გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს
,,გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა''- გიორგი ვოლსკი
,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ "ბიბისი"აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას -არჩილ გორდულაძე
ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, დღეს დაიწყებდნენ საუბარს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები -შალვა პაპუაშვილი
მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია-კახა კალაძე
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს