„მშვიდობის საბჭოს” წევრობისთვის მიწვევა კიდევ სამმა ქვეყანამ, ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა მიიღო

 

ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა აშშ-ის პრეზიდენტისგან „მშვიდობის საბჭოს" წევრობის მიწვევა მიიღეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ან მის მიერ არჩეული წარმომადგენელი ღაზას „მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად მიიწვია.

ამასთან, გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი იუწყება, რომ გერმანია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც აშშ-ის პრეზიდენტისგან „მშვიდობის საბჭოს" წევრობის მიწვევა მიიღეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, სტეფან კორნელიუსმა აღნიშნა, რომ კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა „მშვიდობის საბჭოს" წევრობის მოწვევა მიიღო და აშშ-ს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და მთავრობა მიწვევაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციებს გეგმავს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის თაობაზე, გამორიცხავს თუ არა გერმანია წევრობას, თუ რუსეთი ტრამპის მიწვევას მიიღებს.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ „მშვიდობის საბჭოს" წევრობის მიწვევა ფინეთმაც მიიღო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მშვიდობის საბჭოში" რუსეთი და ბელარუსი მიიწვიეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ათ დღეში დედაქალაქი 600 000-მა ადამიანმა დატოვა''- კიევის მერი
ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი
,,ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას''- ემანუელ მაკრონი
ავიაკომპანია Jet2-მა აეროპორტში 35 მგზავრი დატოვა და ისე გაფრინდა
,,ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი
დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" 49 ქვეყანა მიიწვია-"ბლუმბერგი"
არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას - დონალდ ტრამპი
ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება-უკრაინის თავდაცვის მინისტრი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ – რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასირებული დარტყმისთვის
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა
,, ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე''- დონალდ ტრამპი
,,ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს'' - დიმიტრი პესკოვი
დონალდ ტრამპი - გაყალბებული არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივი მოვლენაა
,,აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის“ საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად''- ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი
„მშვიდობის საბჭოს” წევრობისთვის მიწვევა კიდევ სამმა ქვეყანამ, ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა მიიღო
,,დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს''- ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია -ნორვეგიის პრემიერი
გვსურს, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, თუ ეს შესაძლებელია, გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ -ფრიდრიხ მერცი