რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
ასეთი ვითარებაა სტეფანწმინდა-ლარსი-გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც გზის გაწმენდის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა შეზღუდვები ეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე, სატვირთო ავტომობილების მძღოლები, მესამე დღეა გზის გასაგრძელებლად, ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.
ძლიერი თოვის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის დასაშვები გადაადგილება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. განსაკუთრებით უხვი ნალექი მოვიდა თელავშიც, სადაც უსაფრთხოების გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. დიდთოვლობის გამო, რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით კი ყველა პრობლემურ მონაკვეთზე იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.
მსგავსი პრობლემებია დიდთოვლობის გამო, ქვემო ქართლის რეგიონშიც. მუნიციპალიტეტებში თავისუფლად გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ სირთულეებზე დროული რეაგირებისთვის, ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. 40 ერთეული სპეცტექნიკის დახმარებით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და საჭირო სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიმართულებით, სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.
გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია ტექნიკა და პრობლემურ მონაკვეთებზე იყრება ტექნიკური მარილი. შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა უხვი ნალექის გამო, მოქმედებს შეზღუდვებიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს დაიცვან უსაფრთხოების წესები და მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.
პროგნოზის მიხედვით მთელი საქართველოს მასშტაბით, 23 იანვარს გამოიდარებს. თუმცა მანამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია თოვა. 22 იანვარს კი ნალექთან ერთად, ყინვა გაძლიერდება.
უამინდობის გამო, შესაბამისი უწყებები, გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეებში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ
ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა -ირაკლი კობახიძე
სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება -კახა კალაძე
მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას,
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 იანვარის ამინდის პროგნოზი
კახა კალაძე - ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი და მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია
გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
"ერთად დავძლიოთ აუტიზმი"-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად
ბათუმის ბულვარში მეპატრონესთან შეთანხმებით, კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში
,, რა მჭირს ქვეყნის დასატოვებელი ან დასაჭერი? დასაჭერი რომ ვყოფილიყავი აქამდე მომხედავდნენ, ან ვინ სად გამიშვებდა?''- ირაკლი ხმალაძე
ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ