რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
"რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე? იოანე ნათლისმცემლის ქადაგებათა მოსასმენად მოსული ადამიანები ცალ-ცალკე ან ერთად ჩადიოდნენ იორდანეში. ისინი გარკვეული ხნით მთლიანად უჩინარდებოდნენ წყალში იმის ნიშნად, რომ გულისხმაჰყვეს იოანეს მოწოდება და დაადგნენ შენანების გზას. ეს პროცესი გამოხატულია ებრაული ზმნით tevol, რაც ნიშნავს "წყალში განბანვას" ჩაყვინთვით, ჩაყურყუმალავებით. სახარებების ორიგინალურ ტექსტში მისი შესატყვისია ბერძნული baptisthenai. ჩვენი გარდმოცემისამებრ, მაცხოვარმაც "ნათელ-იღო" თუმცა მის ნათლობას განსაკუთრებული ნიში ახლდა თან.
სემანტიკური თვალსაზრისით ალბათ ასევე უპრეცედენტოა ქართული სიტყვა"ნათლისღება", რამდენადაც გადამოწმება შევძელი, მას მსოფლიოს არცერთ ენაში არ მოეძებნება ანალოგი. იგი მიანიშნებს თვით ქრისტეზე, ანუ ჭეშმარიტ ნათელზე, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე1, 9). სვანურად ნათლისღება იქნება "განცხდაბ" - დღე, როდესაც გაცხადდა ლოგოსი, ძე ღვთისა, "ვისგანაც ყოველი იქმნა".
საინტერესოა, რომ უშუალოდ ნათლისღების შემდეგ, მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებათა მიხედვით, უდაბნოში გასულმა იესო ქრისტემ აიღო მძიმე მარხვა და კიდეც მოუწია მოწინააღმდეგესთან შეხვედრამ - ბოროტი სამგზის შეეცადა მის ცდუნებას: პურებად აქციე ქვები, ტაძრიდან გადმოვარდნილმა დასძლიე მიზიდულობის ძალა და თაყვანი მეცი, რომ მსოფლიოს მპყრობელი გაგხადო. სამივე ცდუნება არიდებული იქნა იესო-ადამიანის მიერ, ღმერთისთვის კი ისინი საერთოდ არაფერია.
დაღმავალი გზა, რაც ედემში პირველცოდვით და ცდუნებით დაიწყო და შედეგად ადამიანის ბუნებაში სიკვდილის, ავადმყოფობის, ტანჯვის და უძლურების თესლი ჩანერგა, გახადა რა უგრძნობელი და ბრმა ზენა რეალობის მიმართ, თითქოს დასრულდა ნათლისღებით იორდანესთან და ცდუნების დაძლევით უდაბნოში. აქ იწყება ადამიანის ახლადშობა სულიწმინდაში, აღმავალი გზაც გამოიკვეთება, რისი ბოლო სადგურებიც მკვდრეთით აღდგომა და ცად ამაღლებაა.
ნათლისღება თავად ქრისტეს მიერ დაწესებული საიდუმლოა და ამდენად, იგი ადამიანს აძლევს საჭირო ძალას, რათა მან თავისი ცხოვრების მანძილზე შეინანოს, ანუ განჭვრიტოს და დაძლიოს პირველცოდვის მძიმე მემკვიდრეობა მის ანტროპოლოგიურ და ისტორიულ-მეტაისტორიულ განზომილებაში.
ადამიანი ვერ დასძლევდა ამ მემკვიდრეობას თავისი ადამიანური "ეგო"-ს ანაბარა დარჩენილი. ამიტომაც უნდა ითქვას, რომ ჩვენ გამოსყიდულები ვართ.
შესაძლოა ვინმემ იკითხოს, და ამის გარეშე აღარ ვიარსებებდით? არავინ იცის, იმგვარი ყოფნა, რაც ამის გარეშე გველოდა, ნამდვილად სჯობს თუ არა საერთოდ არ-ყოფნას. ამიტომაც გილოცავთ მეგობრებო!- წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია.
მსგავსი სიახლეები
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა – ჯაბა ხუბუა
ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი - რა ზომებს მივმართავთ, სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?-ნიკა გვარამია
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე
ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე -გიორგი გამსახურდია
ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი -დავით ქართველიშვილი
გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
სამხედრო დაპირისპირების პროცესში უკრაინა თანამედროვე ახალი იარაღის გამოცდის საშინელ პოლიგონად არის გადაქცეული -სიმონ კილაძე
რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან-კახა გოგოლაშვილი
"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის" - დავით ქართველიშვილი
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე