ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ

 

15-16 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებშიფარგლებში გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების საკითხებს დაეთმო.

ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და ევროპელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართული და უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის მკვლევრები, მენეჯერები, კვლევის კეთილსინდისიერების საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები და პროექტის გარე შემფასებელი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჯგუფური მუშაობის ფორმატით და მოიცავდა პროექტის შედეგების გავრცელების პრაქტიკულ საკითხებს. მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდების გზებზე, მათ შორის პრესრელიზების მომზადების, მედიასთან ურთიერთობისა და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებზე. ხოლო მეორე დღეს მუშაობა გაგრძელდამსოფლიო კაფესფორმატით, რომლის ფარგლებში განისაზღვრა კონკრეტული აუდიტორიებისთვის განკუთვნილი ძირითადი გზავნილები და მათი გავრცელების შესაბამისი ფორმები. ასევე განხილულ იქნა პროექტის შედეგების სხვა კვლევით ინიციატივებთან დაკავშირებისა და გრძელვადიანი კომუნიკაციის მიდგომების ჩამოყალიბების თემები.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული გამოცდილება, განიხილეს სამეცნიერო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მიმართ ნდობის განმტკიცებას.

 

პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ჩარლზის უნივერსიტეტი;
  • მასარიკის უნივერსიტეტი;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 





მსგავსი სიახლეები
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ-მიხეილ ყაველაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეებში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ
ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა -ირაკლი კობახიძე
სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება -კახა კალაძე
მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას,
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 იანვარის ამინდის პროგნოზი
კახა კალაძე - ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი და მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია
გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს