სასამართლომ ჭიათურაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლომ გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ექვსი წელი და სამი თვე, არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს კი, ოთხი წელი და სამი თვე მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მიიღო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებოდნენ. როგორც სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „განაჩენი არის სოციალური ფენის მაქსიმალური ჩაგვრა".

„სულ 20 წუთი არ დასჭირდა მოსამართლე თამარ მაზანაშვილს, უსამართლოდ დაკავებული ჭიათურლებისთვის განაჩენი გამოეტანათ. ეს არის სოციალური ფენის მაქსიმალური ჩაგვრა და არა მარტო სოციალური ფენის. ხედავთ, რა მდგომარეობაა სრულიად საქართველოში. გადაივსო ქართული ციხეები უსამართლოდ დაკავებული ადამიანებით, რომლებიც საქართველოს სიყვარულით, ქართულ სამართლიანობას ითხოვენ და მეტს არაფერს", - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

ამასთან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეტეს. ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პირი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) სასჯელის სახედ და ზომად ექვსი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) სასჯელის სახედ და ზომად ოთხი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს