სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი დაყოფილია სამ მონაკვეთად: სამტრედია-ფოთის კვანძი, ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძი და ანაკლიის კვანძი-ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი.
„სამტრედია-ფოთის კვანძის მონაკვეთი იწყება ქალაქ სამტრედიაში, თითქმის პარალელურად მიუყვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ თეკლათთან, ფოთის კვანძთან, სადაც უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას. მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 34.4 კილომეტრია.
ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძის მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 23 კილომეტრია. ის წარმოადგენს წინა მონაკვეთის გაგრძელებას, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თითქმის პარალელურად მიუყვება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და ანაკლიის კვანძთან სრულდება.
დაახლოებით 19.3 კილომეტრიანი ანაკლიის კვანძი-ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი ფოთის კვანძი-ანაკლიის მონაკვეთის გაგრძელებაა, მიუყვება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას დასავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ რუხში, სადაც კვლავ უერთდება აღნიშნულ საერთაშორისო მაგისტრალს.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს სამტრედია-ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძი-ზუგდიდი-რუხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევას. პროექტის მომზადების ვადა 24 თვეს შეადგენს. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 24 თებერვლის 18:00 საათისა", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ-მიხეილ ყაველაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეებში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ
ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა -ირაკლი კობახიძე
სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება -კახა კალაძე
მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას,
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი