,,ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე სეისმური ცვლილებების პერიოდში ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის დამოუკიდებლობას, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის, თავდაცვისა და დემოკრატიის კუთხით.
გრენლანდიაზე კონტროლის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა არქტიკის უსაფრთხოების პაკეტზე მუშაობს, რომელიც გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება.
გრენლანდიაზე განსხვავებული პოზიციების გამო ტრამპის მიერ ევროპელებისთვის დაანონსებულ ტარიფებს კი ფონ დერ ლაიენმა შეცდომა უწოდა.
„ის სეისმური ცვლილებები, რომელსაც დღეს გავდივართ, გვაძლევს შესაძლებლობას და აუცილებლობასაც, რომ ახალი ფორმის ევროპული დამოუკიდებლობა ავაშენოთ. მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა, და ჩვენც სამუდამოდ უნდა შევიცვალოთ. ამერიკელ ხალხს ჩვენ არა მხოლოდ მოკავშირეებად, არამედ მეგობრებად განვიხილავთ. სახიფათო შეუქცევად დაღმასვლაში ჩვენი ჩაფლობა მხოლოდ მტრებს მოუტანს სარგებელს. ამიტომაც ვმუშაობთ არქტიკის უსაფრთხოების პაკეტზე. მისი პირველი პრინციპი იქნება სრული სოლიდარობა გრენლანდიისა და დანიის სამეფოსადმი. მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა განხილვას არ ექვემდებარება. არქტიკის უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი, ამიტომაც შემოთავაზებული დამატებითი ტარიფები, მით უმეტეს დიდი ხნის მოკავშირეებს შორის შეცდომაა", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მსგავსი სიახლეები
,,ათ დღეში დედაქალაქი 600 000-მა ადამიანმა დატოვა''- კიევის მერი
ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი
,,ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას''- ემანუელ მაკრონი
ავიაკომპანია Jet2-მა აეროპორტში 35 მგზავრი დატოვა და ისე გაფრინდა
,,ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი
დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" 49 ქვეყანა მიიწვია-"ბლუმბერგი"
არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას - დონალდ ტრამპი
ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება-უკრაინის თავდაცვის მინისტრი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ – რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასირებული დარტყმისთვის
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა
,, ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე''- დონალდ ტრამპი
,,ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს'' - დიმიტრი პესკოვი
დონალდ ტრამპი - გაყალბებული არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივი მოვლენაა
,,აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის“ საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად''- ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი
„მშვიდობის საბჭოს” წევრობისთვის მიწვევა კიდევ სამმა ქვეყანამ, ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა მიიღო
,,დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს''- ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია -ნორვეგიის პრემიერი
გვსურს, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, თუ ეს შესაძლებელია, გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ -ფრიდრიხ მერცი