,,თუ ფიშერს ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი''- ნინო წილოსანი
როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პეტერ ფიშერის მისამართით.
გადაცემის წამყვანმა მას კითხვა საქართველოში გერმანიის ელჩის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით დაუსვა, სადაც ფიშერმა ეს ვიდეო ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენა და ცდილობს მმართველ გუნდს დააბრალოს უსამართლო დამოკიდებულება.
„პეტერ ფიშერი ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, თავიდანვე ძალიან დიდი პატივისცემით მივიღეთ, თუმცა მანვე გადაწყვიტა, რომ ეს პატივისცემა გაეფლანგა და მისთვის ჩრდილი მიეყენებინა საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირების გამო. ფიშერი ნაკლებად გაგახსენდებათ ალბათ საქართველოს მხარდამჭერ რომელიმე განცხადებაში და ადვილად გაგახსენდებათ მზია ამაღლობელის, თუ სხვათა სასამართლოებზე მჯდომი, თარჯიმნის გარეშე როგორ დაადგა თავზე მოსამართლეს იმისთვის, რომ ალბათ დაეშინებინა. ყოველ შემთხვევაში, პროცესი რაზე მიდიოდა, არ ესმოდა.
ფიშერი მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში ნამდვილად გაახსენდება ქართველ ხალხს. გაგვახსენდება, როგორ გვკარნახობდა ამა, თუ იმ დანაშაულისთვის ოთხი წელი იყო საკმარისი, თუ ორი. ის ახალისებდა ყველაზე რადიკალ აქტივისტებს და ეს არაერთხელ გვითქვამს ძალიან კონსტრუქციულად და მეგობრულად. როდესაც აგრესიული და სახელმწიფოს მოხელეების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართულ აქტივისტებს იწვევ, ეწვევი, „მონას" პლაკატის ფონზე პოზირებ, არ შეიძლება იქნას აღქმული ასეთი ადამიანი საქართველოს მეგობრად. როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი", - აღნიშნა წილოსანმა.
მსგავსი სიახლეები
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტი იქნება ის რეალური უსაფრთხოების ქოლგა და გარანტია, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ამ დიდი გადანაწილების შემდეგ
,,თუ ფიშერს ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი''- ნინო წილოსანი
ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მარიამ ლაშხი თეიმურაზ პაპასკირის განცხადებაზე: თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბიბისი”
გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა
ჯაფარიძის პარტია და "ნაცმოძრაობა" ოპოზიციად დიდი ხანია, არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ -გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს -ლევან მახაშვილი
უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: სუფრაზე, სადაც მსოფლიო გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს
,,გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა''- გიორგი ვოლსკი
,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია