მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს

 

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 21 იანვარს, 00:00-დან 03:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

„03:00 საათიდან 06:00-მდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე" არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ-მიხეილ ყაველაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეებში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ
ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა -ირაკლი კობახიძე
სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება -კახა კალაძე
მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას,
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი