ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - ელჩი
ამჟამად ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა მყარი საფუძვლითა და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი.
ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.
„ჩინურმა კომპანიებმა ჩადეს ინვესტიციები და ააშენეს ინდუსტრიული პარკები და ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში, შეიძინეს „ბაზისბანკი" და განავითარეს თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის, სავაჭრო ლოგისტიკის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ თანამშრომლობითი პროექტების განხორციელება და ორივე მხარის საწარმოებს შორის კონტაქტი ხელს შეუწყობს ორმხრივ სარგებელს. საქართველოს ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ უფრო მეტი ჩინური საწარმოს ყურადღება მიიპყრო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინურ საწარმოებს, საბაზრო პრინციპების შესაბამისად ჩადონ ინვესტიციები საქართველოში და განუწყვეტლივ გააძლიერონ თანამშრომლობა სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვებში. გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინური საინვესტიციო პროექტი განხორციელდება საქართველოში", - განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.
„ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და „სარტყლისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში, რამაც ნაყოფიერი შედეგები გამოიღო და რამდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალი კვლავ ძალიან დიდია და სასაქონლო სტრუქტურისა და თანამშრომლობის მეთოდების მრავალფეროვნების კუთხით კიდევ არსებობს განვითარების შესაძლებლობა. საერთო ჯამში, ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება და პოზიტიური პერსპექტივები აქვს. ჩინეთი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართ სრული ნდობით არის განმსჭვალული", - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.
მსგავსი სიახლეები
ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა - ჭოუ ციენი
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - ელჩი
პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას -ლევან მაჭავარიანი
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტი იქნება ის რეალური უსაფრთხოების ქოლგა და გარანტია, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ამ დიდი გადანაწილების შემდეგ
,,თუ ფიშერს ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი''- ნინო წილოსანი
ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მარიამ ლაშხი თეიმურაზ პაპასკირის განცხადებაზე: თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბიბისი”
გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა
ჯაფარიძის პარტია და "ნაცმოძრაობა" ოპოზიციად დიდი ხანია, არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ -გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს -ლევან მახაშვილი
უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: სუფრაზე, სადაც მსოფლიო გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს
,,გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა''- გიორგი ვოლსკი
,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი