ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა - ჭოუ ციენი
ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.
ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები.
„2025 წლის ოქტომბერში, პეკინში წარმატებით ჩატარდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეოთხე პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს და მიიღეს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეთავაზება ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ". მომავალში ჩინეთი გააგრძელებს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, სტაბილურად გააგრძელებს სისტემურ გახსნილობას, მულტილატერალური სავაჭრო სისტემის დაცვას, საერთაშორისო მიმოქცევის გაფართოებას, გახსნილობის მეშვეობით რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობას, მსოფლიოს ქვეყნებისთვის შესაძლებლობების გაზიარებას და მათთან ერთად განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ „მე-15 ხუთწლიანი გეგმა" არა მხოლოდ აყალიბებს ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სამომავლო ხედვას, არამედ მსოფლიოსაც სძენს მეტ სიცხადეს, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას უფრო ფართო პერსპექტივებს უხსნის და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ახალ იმპულსს სძენს. 2026 წელს საქართველოც დააჩქარებს ეროვნული ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, განაგრძოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, პრიორიტეტი მიანიჭოს ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, აქტიურად განავითაროს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და მეტი სარგებელი მოუტანოს ორ ქვეყანასა და მათ ხალხს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.
მსგავსი სიახლეები
ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა - ჭოუ ციენი
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - ელჩი
პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას -ლევან მაჭავარიანი
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტი იქნება ის რეალური უსაფრთხოების ქოლგა და გარანტია, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ამ დიდი გადანაწილების შემდეგ
,,თუ ფიშერს ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი''- ნინო წილოსანი
ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მარიამ ლაშხი თეიმურაზ პაპასკირის განცხადებაზე: თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბიბისი”
გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა
ჯაფარიძის პარტია და "ნაცმოძრაობა" ოპოზიციად დიდი ხანია, არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ -გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს -ლევან მახაშვილი
უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: სუფრაზე, სადაც მსოფლიო გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს
,,გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა''- გიორგი ვოლსკი
,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი
გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას-პეტერ ფიშერი
ბაჩო ახალაია, სისტემის ჯალათი, როდესაც მშვიდი სახით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე -ლევან მაჭავარიანი
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი