21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

ამ დღეს თქვენი გული სიყვარულით იქნება სავსე. საუკეთესო დროა აქტიური დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ნუ ინერვიულებთ, თუ ყველა საქმეს დათქმულ ვადებში ვერ ასწრებთ. უახლოეს დღეებში სამსახურში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, მივლინება ან ამბავი, რომელიც ცოტა აგაღელვებთ.

გირჩევთ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ. არასწორი კვება არა მხოლოდ ზედმეტ წონას, არამედ ზამთრის მიწურულს ვიტამინების ნაკლებობასაც იწვევს.

კურო

ამ დღეს იგრძნობთ, როგორ იღვიძებს თქვენში რომანტიკოსი. ახლა საჭიროა, საქმეები ცოტა ხნით გვერდით გადადოთ და ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ. ოჯახში მცირე უთანხმოება გელით. გირჩევთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ.

ეცადეთ, სამსახურებრივი მოვალეობები მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ, რათა ხელმძღვანელობას კრიტიკის მიზეზი არ მისცეთ. ამჟამად ოჯახის ფინანსური კეთილდღეობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ ფულს გაუფრთხილდით და დაუგეგმავ საყიდლებზე უარი თქვით.

ტყუპები

ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, თუმცა სხვის რჩევებზე მეტად საკუთარი გამოცდილება უნდა გაითვალისწინოთ.

თქვენს ცხოვრებაში მოხდება ისეთი მოვლენა, რომელიც თქვენი ინტერესების ყველა სფეროს შეეხება. შესაძლოა შეხვდეთ გავლენიან ადამიანს, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, გარკვეულ ფინანსურ სირთულეებთან გამკლავებაც მოგიწევთ, თუმცა სასოწარკვეთას ნუ მიეცემით - მალე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გამოჩნდება. ხანგრძლივი მღელვარების შემდეგ, როგორც იქნა, მოდუნების და დასვენების შესაძლებლობა მოგეცემათ.

კირჩხიბი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი ექნებათ. იმოქმედეთ და თქვენს ბედნიერებას იპოვით! ახლობელი ადამიანისგან ან ნათესავისგან სასიამოვნო სიახლეს გაიგებთ, რაც ოჯახურ და მეგობრულ კავშირებს განამტკიცებს.

ხელსაყრელი დროა მომდევნო კვირების სამუშაო გეგმის შესადგენად და კოლეგებს შორის მოვალეობების გასანაწილებლად. დღეს ფულის ხარჯვა არასასურველია, რადგან შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ.

შუადღისას შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ. თუ საჭირო გახდა, დახმარებისთვის კვალიფიციურ ექიმს მიმართეთ.

ლომი

წვრილმან გაუგებრობებს უფლება არ მისცეთ, განწყობა გაგიფუჭოთ. გირჩევთ, ცოტა ხნით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოერიდოთ, რათა თქვენს რჩეულს ეჭვიანობის მიზეზი არ მისცეთ.

ამ დღეს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ არ იზარმაცებთ, სამსახურში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, რთული საკითხები კი წარმატებით მოგვარდება.

შესაძლოა ფულადი დანამატი ან ჯილდო მიიღოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენში მკვეთრად უარყოფით ემოციებს იწვევენ, რათა „ენერგეტიკული ვამპირების" მსხვერპლი არ გახდეთ.

ქალწული

ეცადეთ, თქვენი საყვარელი ადამიანი ძვირფასი საჩუქრით თუ არა, ყურადღებით მაინც გაახაროთ. ეს ერთმანეთის ხასიათისა და ჩვევების უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა, სამსახურში შექმნილმა პრობლემებმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ, თუმცა ვითარება მალე გამოსწორდება. ახლა საეჭვო ფინანსური ოპერაციებისა და გაუმართლებელი რისკის დრო არაა. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, კოლეგებისთვის ან მეგობრებისთვის რჩევის კითხვა ნუ მოგერიდებათ.

ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას. ასევე, არსებობს ტრავმის ან კუნთის დაჭიმულობის რისკი.

სასწორი

ახალ ნაცნობობაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ - მისგან ხანგრძლივი ურთიერთობა არ გამოვა. ჰოროსკოპი გირჩევთ, ნუ წაიღებთ სამუშაოს სახლში და ეცადეთ, ყველა სამსახურებრივი საზრუნავი სახლის კარის ზღურბლს მიღმა დატოვოთ. კარიერული წინსვლისთვის ახლა არც ისე ხელსაყრელი პერიოდია.

ამ დღეს უფროსი ნათესავების და ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ - იცოდეთ, რომ მატერიალური პრობლემების მოგვარება საკუთარი ძალებით მოგიწევთ.

უახლოეს დღეებში შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ, ამიტომ გირჩევთ, პროფილაქტიკურ ზომებს დროულად მიმართოთ.

მორიელი

სიყვარულში იოლი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ და ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. გამორიცხული არ არის ნათესავებთან კონფლიქტი, რაც სავარაუდოდ, ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. თქვენი მოთმინება და შეუპოვრობა ღირსეულად დაჯილდოვდება, მთავარია, რომ საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეთ.

მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხალი ან ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება, რაც თქვენს განწყობაზე ნეგატიურად აისახება.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში სიახლეებს, მით უმეტეს, სასიამოვნოს არ უნდა ელოდოთ. ეს დღე იდეალურია გარდერობის განახლებისთვის - თქვენი არჩევანი საუკეთესო იქნება. ასევე, შეგიძლიათ სამკაულები ან ინტერიერის ნივთები შეიძინოთ.

საკუთარი ნიჭის წარმოჩენა ნუ მოგერიდებათ და მტკიცედ დაიცავით საკუთარი ინტერესები - ზედმეტი მოკრძალება ადამიანებს თქვენზე მცდარ წარმოდგენას შეუქმნის.

სხვების მიმართ გამოჩენილი თანაგრძნობა და მხარდაჭერა მყარ ურთიერთობებს საფუძველს ჩაუყრის.

მოერიდეთ ძილის წინ ტკბილეულისა და კალორიული კერძების დაგემოვნებას, თორემ ზედმეტი კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით.

თხის რქა

რომანტიკული პაემანი მალე შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს, თუმცა ჯერჯერობით, ამის შესახებ საუბარს მოერიდეთ. ეს დღე ოჯახის წევრებისთვის მშვიდად ჩაივლის. ეცადეთ სამსახური და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ.

მოსალოდნელია უცაბედი ფინანსური შემოსავალი, საჩუქრები ან დახმარება, რაც მოგცემთ საშუალებას, დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი პრობლემები მოაგვაროთ.

გირჩევთ, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მოერიდოთ, რადგან დიდია საკვებით მოწამვლის რისკი. დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა.

მერწყული

ამ დღეს საყვარელი ადამიანი მცირე, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიწყობთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ. ფინანსური წარმატებისა და კარიერული ზრდისთვის ხელსაყრელი დროა, თუმცა ამისთვის ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ. დროებითი ფინანსური სირთულეების გამო ნუ ინერვიულებთ - მათ მოგვარებას ადვილად შეძლებთ.

დღის მეორე ნახევარში შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ ალკოჰოლურ სასმელებს და ხალხმრავალ ღონისძიებებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

თუ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდათ, გირჩევთ, ცოტა დრო განმარტოებით გაატაროთ. ეს დაგეხმარებათ, სიტუაცია მშვიდად გაიაზროთ და სკანდალის მიზეზს მიხვდეთ.

საყოფაცხოვრებო საქმეებმა შესაძლოა ბევრი ენერგია წაგართვათ, მაგრამ ყურადღებით იყავით - რუტინაში ის შანსები არ გამოგეპაროთ, რომლებსაც ბედი გთავაზობთ. თქვენი ენერგიულობა და მოხერხებულობა კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებს. ფულთან ფრთხილად იყავით და ბევრს ნუ დახარჯავთ, რათა ვალების აღება არ მოგიწიოთ.

ამჟამად იმუნიტეტი დასუსტებულია, ამიტომ ხალხმრავლობას ერიდეთ, რათა ინფექციური დაავადება თავიდან აირიდოთ.

 

 





მსგავსი სიახლეები
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 იანვრის ამინდის პროგნოზი
მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ-მიხეილ ყაველაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეებში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ
ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა -ირაკლი კობახიძე
სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება -კახა კალაძე
მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას,
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ