ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2026 წლის 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეო-ჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს - შსს
თბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შსს განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია-სუს-ი
სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა
100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს -პაატა მანჯგალაძე
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ტყიბულში, რესტორანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარედგინა
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებას ეხმაურება
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში დატოვა
ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები
სასამართლომ ჭიათურაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები დამნაშავედ ცნო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე-შსს
გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს