როგორი ვითარებაა გზებზე- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

ჩატრებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

„ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-სოფ.ალგეთისა და კმ 110-კმ 146 მონაკვეთებზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი-უტყისუბნის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის კმ 50-კმ 85 მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
პროექტის „ეთნოისტორიული პროცესები რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე რეგიონში (დაღესტნის მონაკვეთი)- პრეზენტაცია
როგორი ვითარებაა გზებზე- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 იანვრის ამინდის პროგნოზი
მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ-მიხეილ ყაველაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეებში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ
ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა -ირაკლი კობახიძე
სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება -კახა კალაძე
მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას,