"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC

"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი" - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის "ბიბისის" (BBC) ვებ-გვერდზე სტატია, რომლის ავტორია ანა ფოსტერი, ჟურნალისტი, პროგრამა BBC Today-ს წამყვანი. პუბლიკაციაში გადმოცემულია ინტერვიუ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტიერეშთან.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

BBC-ის ჟურნალისტი გაეროს გენმდივანს ვენესუელის ლიდერის გატაცებიდან ორი კვირის შემდეგ ესაუბრა, ანუ იმ დღეებში, როცა დონალდ ტრამპმა დანიას ზეწოლა დაუწყო და მას გრენლანდიის ანექსიით დაემუქრა.

როგორც ანტონიუ გუტიერეში ამბობს, ამჟამად ვაშინგტონი აშკარად ხელმძღვანელობს რწმენით, რომ მრავალმხრივ ურთიერთობებს და ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიებას მნიშვნელობა არ აქვს, სასურველი შედეგის მიღწევა შეიძლება ძირითადად ძალისა და გავლენის გამოყენებით, იშვიათად კი საერთაშორისო სამართლით.

გაეროს გენმდივნის აზრით, დღევანდელ მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაში გაეროს ფუძემდებლური პრინციპები, მათ შორის ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების თანასწორობის პრინციპი, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპმა გაერო რამდენჯერმე მკვეთრად გააკრიტიკა. გასული წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მან შვიდი ომი დაასრულა, რომლებსაც მანამდე ვერავინ ამთავრებდა, გაერო კი არცერთს არ დახმარებია მშვიდობის მიღწევაში“. „მოგვიანებით მივხვდი, რომ გაეროს არც ჩვენი დახმარება არ სურს მშვიდობისადმი ძალისხმევაში“, - დაასკვნა დონალდ ტრამპმა.

BBC-ის ინტერვიუში ანტონიუ გუტიერეში უარყოფს დონალდ ტრამპის ბრალდებას და ამბობს, რომ გაეროსათვის ძნელია აიძულოს თავისი წევრები მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც ორგანიზაციის წესდებაშია მოცემული. მისი თქმით, გაერო აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს კონფლიქტების მოგვარებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ აქვს ბერკეტები გავლენის მოსახდენად. ბერკეტები აქვთ მხოლოდ კონკრეტულ ძლიერ ქვეყნებს.

ამასთან, ანტონიუ გუტიერეშს მაინც და მაინც არ სჯერა, რომ ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი ბერკეტების მეშვეობით ნამდვილი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლიათ. „ძალით შეიძლება მხარეები დაზავებაზე სწრაფად აიძულო, მაგრამ ეს არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა. როგორც კი ხელსაყრელი მომენტი დადგება, კონფლიქტი ისევ განახლდება. მშვიდობის დამყარების მეთოდებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს“, - აღნიშნავს გაეროს გენმდივანი.

ანტონიუ გუტიერეში აღიარებს, რომ გაეროს რეფორმა ჭირდება. მისი აზრით, უშიშროების საბჭო, რომელიც თავის დროზე მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის ინსტრუმენტის სახით შეიქმნა, დღეს აღარ წარმოადგენს მთელ მსოფლიოს და ნაკლებად ეფექტურ ორგანოდ გადაიქცა: „ის მეთოდები, რომლებიც 1945 წელს მუშაობდნენ, 2026 წლისათვის აღარ მუშაობენ და პრობლემების  გადაწყვეტაში ვერ დაგვეხმარება“.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან თითოეულს - აშშ-ს, რუსეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს - ვეტოს დადების უფლება აქვთ ერთმანეთის მიერ სასურველ გადაწყვეტილებებზე და ამიტომ სიტუაცია ხშირად ჩიხში შედის. გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება სავალდებულოა, მაგრამ ისინი ხშირად  არ სრულდება.

გენმდივნის აზრით, უშიშროების საბჭოს შემადგენლობა ისე უნდა შეიცვალოს, რომ მას საყოველთაო ლეგიტიმურობა დაუბრუნდეს და მთელი მსოფლიოს სახელით მოქმედებდეს, ხოლო წევრების უფლება ვეტოს დადებაზე შეიზღუდოს.

ანტონიუ გუტიერეშმა, პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაეროს გენმდივნის პოსტი 2017 წელს დაიკავა. იგი თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს.

რამდენიმე დღის წინათ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა, რომ "მსოფლიო კონფლიქტების ქაოსში იძირება, დღეს გამეფებულია დაუსჯელობა და უთანასწორობა... ასეთ სიტუაციაში არავინ იცის, რა მოხდება ხვალ... მსოფლიო წესრიგის მთავარი საფრთხეა საერთაშორისო სამართლის თვითნებური, უხეში და უბოდიშო დარღვევა".

გაეროს წინაშე სულ უფრო მეტი ახალი პრობლემები დგება: აშშ ძალის გამოყენებით ცვლის ვენესუელის ხელმძღვანელებს, ირანის რეჟიმი ათასობით პროტესტანტ მოქალაქეს ხოცავს, დღის წესრიგშია სუვერენული სახელმწიფოსათვის ტერიტორიის წართმევის - ანექსიის მცდელობა...სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მრავალვექტორობის პრინციპი კვდება, ხოლო ბევრი ლიდერი ჩუმად არის და არაფერს არ აკეთებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად.

მაგრამ ანტონიუ გუტიერეში, მისი თქმით, ოპტიმიზმს არ კარგავს.

„გასაგებია, რომ ადამიანებს ზოგჯერ არ სურთ "ძლიერთა ამა სოფლისას" წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ თუ ჩვენ მათ წინააღმდეგ არ გამოვალთ, ვისაც ძალის მეშვეობით სურთ თავიანთი სურვილების შესრულება, მშვიდობას ვერასოდეს ვერ მივაღწევთ და მსოფლიოს უკეთესს ვერასოდეს ვერ გავხდით“, - ამბობს ანტონიუ გუტიერეში BBC-სთან ინტერვიუში.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist
ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას-Reuters
"ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა, თანდათანობით კვდებიან, შემდეგ კი უეცრად...მაგრამ ირანის რეჟიმი უეცარი სიკვდილის წერტილამდე არ მისულა"-BBC
"აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი"-The Daily Telegraph
"ჩავესის იდეოლოგია არსებობას განაგრძობს: ვენესუელის მომავალი მადუროს დაკავების შემდეგ"-TRT
"ძირითადი ნიშნები იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი შეიძლება დაეცეს"-The Daily Telegraph
 "ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს"-BBC
"უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს"-The New York Times
"რუსეთის ზღვისიქითა იმპერია ინგრევა: ვლადიმერ პუტინი მოკავშირეებს კარგავს"-The Daily Telegraph
"უკრაინის უსაფრთხოების გარანტი - პარიზის დეკლარაცია - მხოლოდ "ქაღალდის ვეფხვია", რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალები არ არის"-The Daily Telegraph
"ტრამპი  "დონროს დოქტრინის" გამოცხადებით კოლუმბიას, კუბას და მექსიკას აფრთხილებს"-Times of India
 "უკრაინა, ღაზას სექტორი... ომების დასრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ  პოლიტიკოსებმა ადამიანების მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა გამოხატონ... მაგრამ რას ფიქრობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი?"
"ვენესუელა ახლა უკვე დონალდ ტრამპს ეკუთვნის:აშშ-ის პრეზიდენტის მადა სამხედრო ავანტიურების მიმართ მატულობს"-Financial Times
"ტრამპის დიდი ავანტიურა ვენესუელის მიმართ: გავლენის სფეროებისაკენ დაბრუნება და პრინციპის "ვინც ძლიერია, ის მართალია"-ს აღიარება?"-The Daily Telegraph
"უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ"-Financial Times
"თურქეთს გამოცდას უწყობენ?"- უცხოური პრესა
"ჩვენ უკრაინელებს მხარი მანამ უნდა დავუჭიროთ, სანამ მათ დახმარება სჭირდებათ"-The Daily Telegraph