მიხეილ სარჯველაძე - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს

 

მინდა, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან შეხება აქვს - სახელმწიფო ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, ვთხოვო და, იმავდროულად, მინდა, ყველა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ნებისმიერი არასწორი, არამართლზომიერი ქმედებისგან. მერწმუნეთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც აღნიშნული მედიკამენტები რეალურად ესაჭიროება. ამასთან, მკაცრად კონტროლდება პრეპარატების გაცემის მართლზომიერება.

„მინდა, ვთხოვო ექიმებს, რომლებსაც აქვთ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილება. არცერთ შემთხვევაში გადაცდომები არ უნდა იქნეს დაშვებული. გარკვეული გადაცდომები თუ იქნება გამოვლენილი და, სამწუხაროდ, შეიძლება ასეთი არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 იანვრის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს
პროექტის „ეთნოისტორიული პროცესები რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე რეგიონში (დაღესტნის მონაკვეთი)- პრეზენტაცია
როგორი ვითარებაა გზებზე- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 იანვრის ამინდის პროგნოზი
მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ-მიხეილ ყაველაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო დღეებში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ