მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს-კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მედიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევაა, რაც მაყურებელს ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებებით მაუწყებლებს დაევალათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჟურნალისტური სტანდარტით ისედაც ევალებოდათ, თუმცა ვინაიდან ეს არ იყო საკმარისი, საჭირო გახდა კანონით დარეგულირება.

კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მაყურებელს ჯეროვანი სიზუსტით მიაწოდოს, ასევე უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა და ფაქტი და მოსაზრება მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისგან.

მისივე თქმით, ცვლილებები ასევე ავალდებულებს მაუწყებელს, რომ პირს, რომლის მიმართაც პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება მისცეს.

„ნებისმიერმა ჟურნალისტმა ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე იცის, რომ ფაქტი არ უნდა დაამახინჯოს, იცის, რომ მიუკერძოებლად და სამართლიანად უნდა გააშუქოს ნებისმიერი მოვლენა და ასევე თუ საკითხი ეხება ადამიანს, იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხის გაცემის უფლება. ეს საკითხები, რომელიც რეგულირებაში გადავიდა 9 თვის წინ, ეს საკითხები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დიდი ხანი იყო, 2009 წლიდან სავალდებულო იყო მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის მისი დაცვა, თუმცა მისი დაცვა და დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება ხდებოდა თვითრეგულირების ორგანოში, რაც არ იყო ეფექტიანი. ამიტომაც ჩვენ, ბრიტანული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგის მიხედვით, ევროპის აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ", - განაცხადა კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ამასთან, როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, ტელევიზიების ბოლო ხუთი წლის ჯარიმების რაოდენობა ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის კრიტიკა უსაფუძვლოა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ „იმედს" ექვსი წერილობითი გაფრთხილება და ხუთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა; ტელეკომპანია „პირველს" ექვსი გაფრთხილება და ერთი ფინანსური ჯარიმა ჰქონდა; „მთავარ არხს" ექვსი გაფრთხილება და ხუთი ჯარიმა დაეკისრა, „რუსთავი 2"-მა კი ოთხი გაფრთხილება და ოთხი ჯარიმა მიიღო; „ფორმულას" რვა წერილობითი გაფრთხილება და ორი ფინანსური ჯარიმა უფიქსირდება; „პოსტივის" კი ორი გაფრთხილება აქვს.

„ეს კანონი სრულად ევროპულია და ზუსტად ბრიტანული კანონის ანალოგია. კრიტიკა და თავდასხმები, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, გარკვეულ ჯგუფებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ეს ბრალდებები და კრიტიკა არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ კანონის აღსრულება, როგორც იცით უკვე დავიწყეთ და 11 საჩივარი უკვე განვიხილეთ, სამი საჩივარი მიმდინარეა. ამ 11 საჩივრიდან ნახევარი არის ზუსტად იმათ მხრიდან შემოტანილი, ვინც ცხრა თვის წინ კანონის მიღებისას ჩვენ და პარლამენტს გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ ცუდია, ისინი დღეს თავად სარგებლობენ ამ სიკეთით", - განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, სტანდარტის ამაღლება და მაყურებლების ინტერესების დაცვაა, რაზეც ბოლო წლებში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების მინიმალური ოდენობა და სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა