აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს კურსს უჭერს მხარს, არსებობს მიშას ახალი თაობა, თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის, მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი -მიხეილ სააკაშვილი
არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს. მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში" შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა.
„მინდა, მოგესალმოთ დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ თანამებრძოლებს. სამწელიწად-ნახევარი ამ სასამართლოში არ ვყოფილვარ. ძალიან მომენატრეთ. მოსვლა გადავწყვიტე, რათა შეგხვედროდით თქვენ და გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს მძიმე პერიოდია. საქართველოს ისტორიის დიქტატურამ ფარდა ჩამოაფარა ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის, მაგრამ მოვედი, გითხრათ, რომ იმედი არის. რეჟიმი თავისუფალი სამყაროსგან კი არა, რუსეთისგანაც იზოლირებულია. ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და დაუნდობლობა, აქედან კი უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, დავძლიოთ შიში, ვთქვათ სიმართლე.
„ვარდების რევოლუცის" რეფორმასაც ბევრმა ვერ აუწყო ფეხი, ნეპოტიზმს, კორუფციას დავეჯახეთ, იყო მძიმე შედეგები, მათ შორის ჩვენთვის. ბევრს არ მოეწონა. ლევან ბერძენიშვილმა მაშინ თქვა, სააკაშვილს საქართველოში დანია უნდა და ეს არ გამოვაო. გვთავაზობდნენ ქართულ ჯიგრულ პონტში ურთიერთობის გაგრძელებას. პატარკაციშვილი რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო. აქციები რომ მოეწყო მისი და უსოიანის მხარდაჭერით, მე გადავდექი თანამდებობიდან. ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, საქართველოში დაბრუნდებოდა თუ არა კორუფცია, კრიმინალი? იქნებოდა თუ არა 800 000 სოციალურად დაუცველი?
არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩემს კურსს უჭერს მხარს. ასევე არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა. რაზე ვჭამთ ერთმანეთს? იქეთ მხარეს ჭაობია, აქეთ - სიმართლე. ეს არის ბარბაროსებისა და ბიძინა სასტიკის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ყველაზე მატყუარა თავზე მოაჯდა საზოგადოებას, ნიჭიერება უნიჭობას ამარცხებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის შესახებაც გააკეთა განცხადება.
„უკრაინას რაც შეეხება, ბოლოს ამ დარბაზში ვიყავი, როცა რუსული ჯარები კიევთან იდგნენ, რადგან ვერ შეძლეს კიევის დაპყრობა, ვერცერთი დიდი ქალაქის აღება, რუსეთი დამარცხებულია. რუსეთი, რომელიც ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, დამარცხებულია. დონბასიც კი ვერ აიღეს, რაც ნიშნავს რუსეთის დამარცხებას. ვინაიდან დამარცხებულები არიან, ჩვენ, ყველა ვიქნებით გამარჯვებულები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
განცხადების გაკეთების შემდეგ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. პროცესი მოწმეების დაკითხვით დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა