ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის -ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან" ინტერვიუში გააკეთა.

იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას".

ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში".

„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან", - განაცხადა იუნკერმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით".

„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ", - თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.

„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები", - განაცხადა იუნკერმა.

 





მსგავსი სიახლეები
"ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება"-ტრამპისა და ზელენსკი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დასრულდა
ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის -ჟან-კლოდ იუნკერი
აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს კურსს უჭერს მხარს, არსებობს მიშას ახალი თაობა, თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის, მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი -მიხეილ სააკაშვილი
მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს-კახა ბექაური
ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ იდეა არ იცვლება, სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება -გია ვოლსკი
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს
გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
Berliner Zeitung: საფრანგეთმა ამერიკასთან უთანხმოების გამო, შესაძლოა, ნატო დატოვოს
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი
4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს -ემანუელ მაკრონი
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა, ვენეციის კომისიაც მოხვდა