სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო ინდურ სამზარეულოს, "ააკაშის საკვებს" საწარმოო პროცესი შეუჩერა
რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვებს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ცნობით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
ს„ურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს საზოგადოებრივი კვების ობიექტში - ი.მ. „ააკაშის საკვები" (მის: თბილისი, ნუცუბიძის N31, ს/კ 304768570).
ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი დარღვევებისათვის ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები", - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო ინდურ სამზარეულოს, "ააკაშის საკვებს" საწარმოო პროცესი შეუჩერა
დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება
22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 იანვრის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს
პროექტის „ეთნოისტორიული პროცესები რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე რეგიონში (დაღესტნის მონაკვეთი)- პრეზენტაცია
როგორი ვითარებაა გზებზე- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 იანვრის ამინდის პროგნოზი
მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ-მიხეილ ყაველაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
20 იანვარს წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ