ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
ზედმეტად ბევრი შიდა უთანხმოება, ზედმეტად ბევრი კომპლექსი და ზედმეტად ბევრი „წითელი ხაზი" უშლის ევროპას ხელს, გაერთიანდეს და გულწრფელად ისაუბროს, რათა რეალური გადაწყვეტილებები იპოვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ძალიან ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან ევროპელები - ლიდერები, პარტიები, მოძრაობები, საზოგადოებები, ნაცვლად იმისა, ერთად დაუდგნენ წინ რუსეთს, რომელსაც ყველასთვის ერთნაირი განადგურება მოაქვს".
„გლობალურ ძალად ქცევის ნაცვლად, ევროპა რჩება ლამაზ, მაგრამ დანაწევრებულ კალეიდოსკოპად - მცირე და საშუალო სახელმწიფოების ერთობლიობად, მაშინ, როცა შეეძლო, თავისუფლების დაცვაში ლიდერის როლი შეეთავსებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის ყურადღება სხვა მიმართულებით გადადის. ევროპა თითქოს დაკარგულია, ცდილობს, დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეიცვალოს, მაგრამ ის არ შეიცვლება. ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ ისაუბრა დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს" ინიციატივაზე, გრენლანდიის საკითხზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ევროპა ახერხებს რეაგირებას.
„დღეს ამერიკამ დაიწყო „მშვიდობის საბჭო". უკრაინა იქ მიწვეულია, მიწვეულია რუსეთიც, ბელარუსი, მაშინ, როცა ომი არ შეჩერებულა და არც კი არსებობს ცეცხლის შეწყვეტა. ვნახე, ვინ შეუერთდა ამ პროცესს. ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია: ევროპას ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია ამერიკული ინიციატივის მიმართ. შესაძლოა, დღეს საღამოს, როცა ევროპული საბჭო შეიკრიბება, რაღაც გადაწყვიტონ, მაგრამ დოკუმენტები უკვე დილით იყო ხელმოწერილი. დღეს საღამოს, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ რაღაც გრენლანდიაზეც. გუშინ საღამოს მარკ რუტე პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. მადლობა, მარკ, თქვენი პროდუქტიულობისთვის. ამერიკა უკვე ცვლის პოზიციას, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ. ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ევროპა ახერხებს რეაგირებას. და მაშინ როგორ უნდა დაეწიოს ევროპა ამ ტემპს? ჩვენ არ უნდა დავაქვეითოთ საკუთარი თავი მეორეხარისხოვან როლებამდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთად ყოფნის შემთხვევაში დიდი ძალის ჩამოყალიბების რეალური შანსი გვაქვს. ჩვენ არ უნდა დავთანხმდეთ იმ აზრს, რომ ევროპა უბრალოდ პატარა და საშუალო სახელმწიფოების სალათაა, მორთული ევროპის მტრებით. გაერთიანებული ჩვენ ნამდვილად დაუმარცხებლები ვართ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის განმარტებით, „ევროპას შეუძლია და უნდა იყოს გლობალური ძალა, არა ისეთი, რომელიც გვიან რეაგირებს, არამედ ისეთი, რომელიც განსაზღვრავს მომავალს".
„ეს დაეხმარება ყველას - ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული, მსოფლიოს სხვა რეგიონებით დასრულებული და დაეხმარება თავად ევროპას, აღარ მოუწიოს ერთი და იმავე შეცდომების გამეორება. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, პირდაპირ გამოწვევებია ევროპული ცხოვრების წესისადმი, იმ სივრცისადმი, სადაც ხალხი და ერები ერთად ცხოვრობენ. ევროპას შეუძლია უკეთესი მსოფლიოს აშენება. ევროპამ უნდა ააშენოს უკეთესი მსოფლიო - ომის გარეშე, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალა. ჩვენ ერთად და დროულად უნდა ვიმოქმედოთ. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვქონდეს მოქმედების გამბედაობა. უკრაინა მოქმედებს სრული გულწრფელობით და მიზანმიმართულად, რასაც შედეგი მოაქვს. რუსეთი უნდა გახდეს მზად, დაასრულოს ომი, შეწყვიტოს აგრესია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამისთვის ზეწოლა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს. უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. იმედი მაქვს, ამერიკა გააგრძელებს ჩვენს და ევროპის გვერდით დგომას. ევროპა უნდა იყოს ძლიერი. უკრაინა მზად არის, დაეხმაროს ყველაფერში, რაც საჭიროა მშვიდობის უზრუნველსაყოფად და განადგურების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ სხვებს, გახდნენ უფრო ძლიერები, ვიდრე ისინი დღეს არიან. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ იმ ევროპის ნაწილი, რომელსაც რეალურად აქვს მნიშვნელობა - რეალური ძალის ევროპის, დიდი ძალის დღეს. ჩვენ გვჭირდება ეს ძალა, რათა დავიცვათ საკუთარი დამოუკიდებლობა, მაგრამ თქვენ გჭირდებათ უკრაინის დამოუკიდებლობაც, რადგან ხვალ შესაძლოა, თავად მოგიწიოთ თქვენი ცხოვრების წესის დაცვა. უკრაინა როცა თქვენთან ერთად არის, ვერავინ გადაგივლით თავზე და ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა, იმოქმედოთ, და იმოქმედოთ დროულად. დროულად მოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მსოფლიო წესრიგი მოქმედებიდან იბადება. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება მოქმედების გამბედაობა. არ არსებობს „ხვალ", ახლა მოქმედების დროა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მსგავსი სიახლეები
ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან - დარწმუნებული ვართ, რომ ის გამართლდება და განაგრძობს წვლილის შეტანას უკრაინელების კეთილდღეობაში -"ნაცმოძრაობა"
მზად ვართ, "ქართული ოცნების" სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე -გრიგოლ გეგელია
მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს; პრემიერის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს -გია აბაშიძე
ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე-დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი
"საქართველო არ მიიწვიეს დავოსში" - დავოსში იცით რა ხდება?! - ხდება კატასტროფა -გიორგი ფხაკაძე ოპოზიციის ექსპერტებს
,,გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი''- "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი
,,ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"ფორმულამ" გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა
თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, დოკუმენტებით, რომლებსაც ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან, რეჟიმი ასე ვერ დამარცხდება, პოლიტიკური პროცესია გამოსაცოცხლებელი -ტატა ხვედელიანი
ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა - ჭოუ ციენი
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - ელჩი
პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას -ლევან მაჭავარიანი
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტი იქნება ის რეალური უსაფრთხოების ქოლგა და გარანტია, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ამ დიდი გადანაწილების შემდეგ
,,თუ ფიშერს ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი''- ნინო წილოსანი
ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა