მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან -ირაკლი კობახიძე

მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, გაირღვეს დღეს ჩამოყალიბებული ჩაკეტილი წრე, რაც ხელოვნურად თავსმოხვეულია.

„მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშ, პოლიტიკურ სისტემაში და ამას აკეთებდნენ მიზანმიმართულად. დღევანდელ განცხადებაში ვახსენე გვარამია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ამ ყველაფერში. იგივე გინება ეთერში, ლანძღვა, ისტერიული გამოხტომები, რასაც მისი მხრიდან ვხედავდით, არ იყო კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება, ეს იყო კონკრეტული დავალების შესრულება- რადიკალიზაცია მედიაში, არ უნდა მიესვლებოდეს ადამიანს ტელევიზიაში. ეს იყო საბოლოოდ ის შედეგი, რომელიც დადგა. როდესაც მქონდა დისკუსიები ჟურნალისტების მონაწილეობით, როდესაც მოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ე.წ ჟურნალისტები, ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეშალათ ჯანსაღი დისკუსია თემებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიაზე და აღნიშნა, რომ ტრიალებდა ორი სიტყვა - „რუსული კანონი" და ყველანაირად ცდილობდნენ, არ გაშლილიყო დისკუსია.

„ეს არის მარტივი დავალებები. ისინი საკუთარი პატრონებისგან იღებენ დავალებას იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ თემაზე არ უნდა გაიშალოს ჯანსაღი დისკუსია. ამ დროს არის უამრავი საკითხი, რაზეც საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, მათ შორის იმისთვის, რომ შემდეგ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ჩვენ წამოვწიეთ არაერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებისთვის არის საინტერესო, იგივე თუნდაც ფასების თემა. ვერსად მოისმენდით ჯანსაღ დისკუსიას ფასების თემაზე მთელი ამ წლების განმავლობაში. დღესაც რომ მოუმზადებლად პოლიტიკური დისკუსია სცადო პოლიტიკური სივრციდან ამ თემასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მიიღებ არა დებატებს, არამედ საცირკო სანახაობას, რასაც მიჩვეული ვიყავით გარკვეული წლების განმავლობაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ფორმატები შედგეს, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები განიხილება სრულიად რაციონალურად, არა პოლარიზებულ და სიძულვილით გაჯერებულ, არამედ ჯანსაღ გარემოში. ეს არის ჩვენი ზოგადი შეთავაზება. დანარჩენი, დაველოდებით მედიის შემოთავაზებას, ჩვენც მზად ვართ, ჩავერთოთ დისკუსიებში ფორმატთან დაკავშირებით და ეს არის მათ შორის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, საზოგადოებისთვის უზრუნველყოს სათანადო დისკუსიები ყველა თემასთან დაკავშირებით.

თქვენ ვერ გამახსენებთ, არა მხოლოდ ფასების, არამედ უფრო ზოგადი თემები რომ ავიღოთ - ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კორუფცია, ნებისმიერი თემა, არაფერთან დაკავშირებით ჯანსაღი დისკუსია არ არსებობს, არის მონოლოგის რეჟიმში ბრალდებები, სიძულვილის, ზიზღის ენა, მაგრამ არავითარი ჯანსაღი დისკუსია. ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან. დანარჩენი არის დეტალიზაციის საკითხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი
"ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები-"ნაციონალური მოძრაობა"
მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას -დევიდ ო’სალივანი