ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს -ირაკლი კობახიძე

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროდუქციაზე ჯამური ფასნამატი არის 86%, აქედან 44% მოდის დისტრიბუციაზე და დაახლოებით 28% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დაჯამებით ადის 86%-მდე.

„ასევე განსხვავდება მარჟები თავად მარკეტებს შორის, დისტრიბუტორებს შორის. ეს არის სპეციფიკა. ჯამურად ეს არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ დიდია სხვაობა ევროპულ ფასებთან. მაგალითად, ჩვენ რომ შევისწავლეთ ევროპაში ფასნამატის წარმოქმნა, დაახლოებით 20%-დან 30%-მდე მერყეობს საბითუმოდან თაროს ფასამდე სხვაობა. ჩვენს შემთხვევაში ამას ტრანსპორტირება ემატება, თუმცა მთლიანობაში 86 პროცენტი მაინც ბევრად მეტია, ვიდრე იგiვე გერმანული მარკეტების შემთხვევაში, თან ამას ემატება ის, რომ გერმანიაში იჯარის ფასიც უფრო ძვირია, ხელფასები უფრო მაღალია, ეს ბუნებრივია, განაპირობებს უფრო მაღალ ხარჯებს ქსელური მარკეტებისთვის. ამ პირობებშიც კი, 20-დან 30%-მდე მერყეობს ფასნამატი. ამიტომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ არის სივრცე ფასნამატის შემცირებისთვის და შესაბამისად, ფასების დაკლებისთვის. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მე არ ვიცი, რით შეიძლება აიხსნას - კონკრეტული პროდუქტი ავიღოთ, კონკრეტული სახეობის ბრინჯი, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტულ ქსელში ღირს 4 ლარზე ნაკლები და ზუსტად იგივე პროდუქტი საქართველოში იგივე ქსელში ღირს თითქმის 11 ლარი, ანუ თითქმის სამმაგია სხვაობა ფასებს შორის. ჩემთვის ცოტა რთული ასახსნელია, თუმცა ამასაც ჩავეძიებით და დავადგენთ რამდენად არის ეს ყველაფერი ლოგიკური. ასევე ერთი საინტერესო დეტალია, რომ ხშირად პრეტენზიებს გამოხატავენ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართაც, მაგალითად ქსელების წარმომადგენლები დისტრიბუტორების მიმართ, დისტრიბუტორები ქსელების მიმართ, მწარმოებლები ქსელების, დისტრიბუტორების მიმართ და ა.შ. ესეც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო კარგად ჩავეძიოთ პრობლემის არსს.

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ ამ პროცესის საფუძველზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროცესი აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აპრილის ბოლომდე გვინდა, დაველოდოთ ფასების შემცირებას. იმედი გვაქვ, რომ გზადაგზა მანამდეც მივაღწევთ შედეგებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, ბრინჯს სულ რომ თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს-ლევან ჟორჟოლიანი
2026 წელს საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ლარი 23 იანვარს
საქართველოზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს - ილჰამ ალიევი
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 იანვარს
ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
2025 წელს ტურიზმის შემოსავლების რეკორდული ზრდაა - 6%-იანი მატება 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები -ირაკლი ნადარეიშვილი
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 იანვარს
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა-ვახტანგ ცინცაძე
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 იანვარს
კორუფციისგან თავისუფლება გამჭირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოსა და ინვესტორთა ნდობაზე -ვახტანგ ცინცაძე
5.5 მილიონი ტურისტული ვიზიტი- 2025 წელს საქართველომ ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა
ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს -მარიამ ქვრივიშვილი
"ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია", საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, ხუთი წლით გააგრძელებს"-მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს ტემპი საშუალებას იძლევა, მეტად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე -ირაკლი კობახიძე
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როცა 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო-ირაკლი კობახიძე