გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა
პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან შემაფრთებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„მინდა, მივესალმო საქართველოს. მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან გვინდა, ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ცხოვრება, გვინდა, დავადგეთ განვითარების გზას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ადამიანებს არ იჭერდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონხარ, გვინდა, წინ წავიდეთ, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, ვიყოთ წარმოდგენილი დავოსში, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. არ გვინდა, ამ პროცესების მიღმა ვიყოთ. როცა მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ გვჭირდება მეტი ორგანიზებულობა, სისტემურობა, შეკავშირება, ამიტომაც გვინდა ერთიანობა.
ზურა ჯაფარიძის და ჩემი ხედვები დიდი ხანია, ემთხვევა. კარგია, რომ გზა გაკაფა, ვიდრე გამოვედი. ვიცი, ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ, პირველ რიგში, ზურას დაველაპარაკო, სხვებსაც. პარტიების გაერთიანება ეს ერთია, შემდეგია საზოგადოების ჯგუფები. უამრავი ახალი, საინტერესო, კვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, რომ, მათ შორის, ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ. ყველას უნდა დაველაპარაკოთ და ერთიანი ძალებით გავიმარჯვოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ამასთან, პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად წარუდგინა ბრალდება. ვაშაძესთან ერთად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
მსგავსი სიახლეები
რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს - შსს
თბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შსს განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია-სუს-ი
სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა
100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს -პაატა მანჯგალაძე
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ტყიბულში, რესტორანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარედგინა
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებას ეხმაურება
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში დატოვა
ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები
სასამართლომ ჭიათურაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები დამნაშავედ ცნო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე-შსს
გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს