ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, იგეგმება ცვლილებები ნორმატიულ აქტებში -ჯანდაცვის სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქტორული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგეგმება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და პაციენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. კონკრეტული საქმეები, შესწავლის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. საბჭო კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. ასევე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები.
საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
სამწუხაროდ, გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა-ლევან რატიანი
ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, იგეგმება ცვლილებები ნორმატიულ აქტებში -ჯანდაცვის სამინისტრო
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი ამინდია 23 იანვარს მოსალოდნელი საქართველოში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან - "Picot" დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო ინდურ სამზარეულოს, "ააკაშის საკვებს" საწარმოო პროცესი შეუჩერა
დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება
22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 იანვრის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს
პროექტის „ეთნოისტორიული პროცესები რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე რეგიონში (დაღესტნის მონაკვეთი)- პრეზენტაცია
როგორი ვითარებაა გზებზე- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 იანვრის ამინდის პროგნოზი
მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
სამტრედია - ზუგდიდის საავტომობილო გზის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ