2026 წელს საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
2026 წელს პარლამენტს მივმართავთ ინიციატივებით, საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და ასევე შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, 2026 წელს კიდევ უფრო გაძლიერდება მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და მიმართულებაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. თეთრ სიასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქილევსის ქუსლი იყო სახელმწიფო კომპანიების სპეცშესყიდვის სპეცწესები, რომელიც გასული იყო მთლიანად შესყიდვების კანონიდან, დავაბრუნეთ. მარტო აქედან 100 მლნ დაბრუნდა შესყიდვების კანონმდებლობაში და მხოლოდ ძალიან სპეციფიური, იმ კომპანიებისთვის დამახასიათებელი საქონლის და მომსახურების შესყიდვა დარჩა სპეცწესებში. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, ჩვენ 300 მლნ-მდე დაზოგვის შესაძლებლობა გვქონდა, უფრო სწორად დაიხარჯება შემდეგ ეს 300 მლნ. ეს რომ 1 წლის მონაცემები ყოფილიყო, ალბათ ორმაგი იქნებოდა შედეგები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს დაზოგილი თანხები, დღეს რაც გამოვიტანეთ, ნელ-ნელა უნდა შემცირდეს იმიტომ, რომ პრაქტიკები უნდა გამოსწორდეს, ანუ ეს არ უნდა გაიზარდოს.
ჩვენ ვიცით, რომ სადღაც შესაძლებელი ყოფილა, 300 მლნ ექვს თვეში დაიზოგოს, თუ უფრო გამართული დოკუმენტაციით იქნებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული კონკრეტული უწყებები კონკრეტულ შესყიდვებზე. მომავალ წლებში, რაც უფრო გასწორდება სისტემა, ეს დაზოგილი თანხებიც ქვევით ჩამოვა. ეს ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებ, ადეკვატურ ფასში უფრო მეტი საქონლის და მომსახურების შესყიდვა, ანუ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს. რაც შეეხება გეგმებს, 2026 წელს პარლამენტს მივმართავთ ინიციატივებით. საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და ასევე შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით. გვინდა, ამოვავსოთ აბსოლუტურად ყველა ხვრელი, თუ სადმე არსებობს, რათა საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ძალიან გამართული შესყიდვების სისტემა. 2026 წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და მიმართულებაზე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მსგავსი სიახლეები
ქსელური მარკეტების გადასახადები თუ რეგულირების ჩარჩოში მოექცევა, სადისტრიბუციო სექტორი დაზოგავს გადასახადებს, რაც დადებით გავლენას მოახდენს ფასზე -დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი
ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა -საქსტატი
ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, ბრინჯს სულ რომ თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს-ლევან ჟორჟოლიანი
2026 წელს საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ლარი 23 იანვარს
საქართველოზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს - ილჰამ ალიევი
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 იანვარს
ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
2025 წელს ტურიზმის შემოსავლების რეკორდული ზრდაა - 6%-იანი მატება 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები -ირაკლი ნადარეიშვილი
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 იანვარს
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა-ვახტანგ ცინცაძე
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 იანვარს
კორუფციისგან თავისუფლება გამჭირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოსა და ინვესტორთა ნდობაზე -ვახტანგ ცინცაძე
5.5 მილიონი ტურისტული ვიზიტი- 2025 წელს საქართველომ ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა
ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს -მარიამ ქვრივიშვილი
"ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია", საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, ხუთი წლით გააგრძელებს"-მარიამ ქვრივიშვილი