აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალი portal.abkhazia.gov.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ზუგდიდში გაიმართა.
ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას.
პორტალი აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს, რომლის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დისტანციურად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების, ეკონომიკის, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამასა და სერვისზე.
პრეზენტაციაზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა გამოვიდნენ, რომლებმაც პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ
24-26 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის 5 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა
მარიამ ქვრივიშვილი: სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა
სამწუხაროდ, გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა-ლევან რატიანი
ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, იგეგმება ცვლილებები ნორმატიულ აქტებში -ჯანდაცვის სამინისტრო
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი ამინდია 23 იანვარს მოსალოდნელი საქართველოში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან - "Picot" დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო ინდურ სამზარეულოს, "ააკაშის საკვებს" საწარმოო პროცესი შეუჩერა
დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება
22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 იანვრის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს
პროექტის „ეთნოისტორიული პროცესები რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე რეგიონში (დაღესტნის მონაკვეთი)- პრეზენტაცია
როგორი ვითარებაა გზებზე- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 იანვრის ამინდის პროგნოზი