ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ- ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც "გარდიანი"ავრცელებს.
როგორც „გარდიანი" წერს, აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავებიდან შვიდი დღის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ირწმუნება, რომ მადუროს აყვანის შემდეგ, ამერიკელებმა მას და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს მოსაფრიქრებლად 15-წუთიანი ვადა მისცეს, დაემორჩილებოდნენ თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოკვლით ემუქრებოდნენ.
„გარდიანის" ცნობით, დელსი როდრიგესის განცხადებით, ამერიკელებმა თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ მადურო და მისი მეუღლე არიან ლიკვიდირებული და არა გატაცებული.
ამასთან, სტატიის თანახმად, როდრიგესი აღნიშნავს, რომ ის აშშ-თან თანამშრომლობს მხოლოდ იმის გამო, რომ „მუდმივი მუქარებისა და შანტაჟის" ქვეშ იმყოფება და მისი პრიორიტეტი ძალაუფლების შენარჩუნებაა.
„მუქარები პირველი წუთიდან დაიწყო, როდესაც გაიტაცეს პრეზიდენტი. მათ დიოსდადოს, ხორხესა და მე 15 წუთი მოგვცეს პასუხის გასაცემად, ან დაგვხოცავდნენ. მუქარები და შანტაჟი განუწყვეტელია, ჩვენ მოთმინებით და სტრატეგიული წინდახედულობით უნდა ვიმოქმედოთ, ძალიან მკაფიო მიზნებით, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, გადავარჩინოთ ჩვენი მძევლები და შევინარჩუნოთ პოლიტიკური ძალაუფლება", - აცხადებს როდრიგესი.
ამასთან, სტატიაშია აღნიშნული, რომ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია ეს მუქარები. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, იყოს ნარატივი მადუროს მხარდამჭერთა შორის ლოიალობის შესანარჩუნებლად, რომლებიც შესაძლოა, აშშ-თან მთავრობის თანამშრომლობას ღალატად განიხილავდნენ.
„გარდიანის" მიხედვით, ამ შეხვედრამ გამოავლინა, რომ მაღალჩინოსნები შეშფოთებული არიან, რადგან მათი ქმედებები შესაძლოა, ღალატად იქნეს აღქმული.
„ისინი ცდილობენ, კონტროლი იქონიონ ვითარებაზე, ირწმუნებიან, რომ აშშ-თან თანამშრომლობა, მათ შორის ვენესუელის ნავთობის გაყიდვა, ყოველთვის იყო მადუროს გეგმის ნაწილი და არაა მარცხი", - წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის გადასარჩენად, ამავდროულად, ცდილობენ, შეინარჩუნონ ავტორიტარული კონტროლი.
მსგავსი სიახლეები
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist
ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას-Reuters
"ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა, თანდათანობით კვდებიან, შემდეგ კი უეცრად...მაგრამ ირანის რეჟიმი უეცარი სიკვდილის წერტილამდე არ მისულა"-BBC
"აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი"-The Daily Telegraph
"ჩავესის იდეოლოგია არსებობას განაგრძობს: ვენესუელის მომავალი მადუროს დაკავების შემდეგ"-TRT
"ძირითადი ნიშნები იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი შეიძლება დაეცეს"-The Daily Telegraph
"ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს"-BBC
"უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს"-The New York Times
"რუსეთის ზღვისიქითა იმპერია ინგრევა: ვლადიმერ პუტინი მოკავშირეებს კარგავს"-The Daily Telegraph
"უკრაინის უსაფრთხოების გარანტი - პარიზის დეკლარაცია - მხოლოდ "ქაღალდის ვეფხვია", რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალები არ არის"-The Daily Telegraph
"ტრამპი "დონროს დოქტრინის" გამოცხადებით კოლუმბიას, კუბას და მექსიკას აფრთხილებს"-Times of India
"უკრაინა, ღაზას სექტორი... ომების დასრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა ადამიანების მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა გამოხატონ... მაგრამ რას ფიქრობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი?"
"ვენესუელა ახლა უკვე დონალდ ტრამპს ეკუთვნის:აშშ-ის პრეზიდენტის მადა სამხედრო ავანტიურების მიმართ მატულობს"-Financial Times
"ტრამპის დიდი ავანტიურა ვენესუელის მიმართ: გავლენის სფეროებისაკენ დაბრუნება და პრინციპის "ვინც ძლიერია, ის მართალია"-ს აღიარება?"-The Daily Telegraph
"უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ"-Financial Times
"თურქეთს გამოცდას უწყობენ?"- უცხოური პრესა