დებატებზე წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას, უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს, ჩვენ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ-ალექსანდრე რაქვიაშვილი
დებატებთან დაკავშირებით სწორი ინიციატივაა, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მოუთმენლად ველით დისკუსიებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დებატები მრავალფეროვანი იქნება, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იქნება და ისეთი ფორმატით ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის მკაფიოს გაშლა, რათა ამომრჩეველმა დაინახოს განსხვავებები.
„ველოდებით ფორმატებს, ველოდებით რომელ ტელევიზიებში მოხდება ეს, რაც უფრო მეტ ტელევიზიაში იქნება და რაც უფრო ხშირად ჩატარდება დებატები, მით უკეთესი. ჩვენ ნამდვილად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ, ზოგადად, სულ ვამბობდით, დებატები აუცილებელია და სულ მოწადინებული ვიყავით. მაშინაც კი, როცა ფორმატები ან რაღაც სხვა გარემოება არ მოგვწონდა, მაინც ვიღებდით მონაწილეობას იმიტომ, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, დებატებთან დაკავშირებით რაღაც წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას ან მერე უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს.
„ჩვენთვის საუბრის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ. მაშინაც, როცა ფორმატები შეიძლება, არ მოგვწონდეს, ვეცდებით, მათ შორის დებატების პროცესში გავამახვილოთ ყურადღება შესაძლო ცვლილებებზე. საბოლოო ჯამში მთავარია, დისკუსია დაიწყოს და მერე გამოჩნდება, ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი და საერთოდ, როგორ უნდა წარიმართოს ასეთი დებატები. დარწმუნებული ვარ, ბევრ პოლიტიკოსს უნარებიც კი აქვს დაკარგული დებატების, იმდენად დიდი ხანია, დებატები არ გვქონია ქვეყანაში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
დებატებზე წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას, უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს, ჩვენ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ-ალექსანდრე რაქვიაშვილი
,,უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობააპენტაგონი: უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობაა''- პენტაგონი
თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი -კახა კალაძე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა-დიმიტრი პესკოვი
"ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება"-ტრამპისა და ზელენსკი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დასრულდა
ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის -ჟან-კლოდ იუნკერი
აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს კურსს უჭერს მხარს, არსებობს მიშას ახალი თაობა, თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის, მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი -მიხეილ სააკაშვილი
მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს-კახა ბექაური
ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ იდეა არ იცვლება, სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება -გია ვოლსკი
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს
გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
Berliner Zeitung: საფრანგეთმა ამერიკასთან უთანხმოების გამო, შესაძლოა, ნატო დატოვოს
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი