დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს
12 (25) იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის - „ძუძუსმაწოვებლის" ხსენების დღეს.
ხატი ამჟამად ათონის მთაზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში ინახება და ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად იგი საბა განწმენდილის ლავრაში, იერუსალიმის მახლობლად იყო დაბრძანებული. გადმოცემის მიხედვით, ლავრის დამაარსებელმა წმინდა საბა განწმენდილმა იწინასწარმეტყველა, რომ საუკუნეების შემდეგ მონასტერს სერბეთიდან მისი თანამოსახელე, მეფური წარმომავლობის საბა ეწვეოდა და მას ეს ხატი გადაეცემოდა.
წინასწარმეტყველება XIII საუკუნეში აღსრულდა - წმინდა საბა სერბელმა პალესტინაში ლავრა მოინახულა და „ძუძუსმაწოვებელი" ღვთისმშობლის ხატი მიიღო. სერბეთში დაბრუნების შემდეგ მან ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა, სადაც ის დღესაც განსაკუთრებული პატივით ინახება. გადმოცემის თანახმად, ხატს მრავალი სასწაული და განკურნება უკავშირდება. ხატი მეძუძური და ორსული ქალების მფარველად ითვლება.
ტროპარი:ნებითა მამისაითა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩუენნი.
ლოცვა:შეიწირე, დედოფალო ღვთისმშობელო, სულთქმით ვედრებაი ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, ვითარ ხელთა გიპყრიეს და რძესა აწოებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რაითა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩუენნი, - ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩუენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იხსენ, მიეც მათ სიმრთელეი, რაითა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ხორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცოს უფალმან დიდებაი თვისი. ჰოი, დედაო ძისა ღვთისაო მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩუენ ზედა მოწევნული მწუხარებაი და ჭმუნვაი აღხოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა. ისმინე ხმაი მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაი ესე გულთაგან ჩუენთა. აღამაღლე ლოცვაი ჩუენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რაითა მოწყალე იქმნეს ცოდუათა და უძლურებათა ჩუენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მიმართ შენისა, რაითა ჩუენცა და შვილნი ჩუენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩუენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.
მსგავსი სიახლეები
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
როგორი ამინდი იქნება 25 იანვარს საქართველოში
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
მომავალ კვირას, პრემიერ-მინისტრი მეწარმეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
საჯარო დებატების გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
„+16 გრადუსი დაფიქსირდება“ - ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ
24-26 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის 5 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა
მარიამ ქვრივიშვილი: სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა
სამწუხაროდ, გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა-ლევან რატიანი
ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, იგეგმება ცვლილებები ნორმატიულ აქტებში -ჯანდაცვის სამინისტრო
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი ამინდია 23 იანვარს მოსალოდნელი საქართველოში