,,ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს'' - მათიკაშვილი
ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს.„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ სწორედ დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პარალელურად მთავრობაში მომუშავე კომისიისა და სუს-ის მიერ წარმოებული შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებისა, იქნება დაკავებული სწორედ ოპტიმალური ფასის დადგენით, დადგენის პროცესში არსებული რეალობის განსაზღვრით. იქნებიან გამოკითხული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან დაწყებული საბაჟოდან, დახლით დასრულებული. ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% საშუალოდ და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება სოციალური თვალსაზრისით იყოს ნაკლებად დატვირთული ისეთი ტვირთისგან, რისი შემცირების შესაძლებლობაც არსებობს და სწორედ ამიტომ მაქსიმუმი იქნება გაკეთებული", - განაცხადა მათიკაშვილმა.ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, შეხვედრები იწყება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე განიხილავენ საწვავის ფასს. პრემიერის ინიციატივით შექმნილი კომისია, ეძებს გზებს, მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მოსახლეობისთვის დიდი წნეხია. მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში პროდუქტი 86%-ით ძვირია, ვიდრე ევროპაში. ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს.
მსგავსი სიახლეები
ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება - მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ
,,ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს'' - მათიკაშვილი
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
როგორი ამინდი იქნება 25 იანვარს საქართველოში
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
მომავალ კვირას, პრემიერ-მინისტრი მეწარმეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
საჯარო დებატების გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
„+16 გრადუსი დაფიქსირდება“ - ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ
24-26 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის 5 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა
მარიამ ქვრივიშვილი: სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა
სამწუხაროდ, გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა-ლევან რატიანი
ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, იგეგმება ცვლილებები ნორმატიულ აქტებში -ჯანდაცვის სამინისტრო