საქართველოს დელეგაცია გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას

ჟენევაში დღეს გაიმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.

„საქართველოს ეროვნული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.

ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციას.

ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინა სახალხო დამცველის აპარატს მისი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში მთავრობის წარდგინებით ასევე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.

ანგარიშის განხილვის შემდეგ, საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების ვალდებულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნიკალური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გაეროს წევრ სახელმწიფოში",- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში -პრემიერი
პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის-ირაკლი კობახიძე
დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები -ირაკლი კობახიძე
საქართველოს დელეგაცია გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას
,,ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც არ არის გასაკვირი''- ირაკლი კობახიძე
,,გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, რომ სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები ''- პრემიერი
,, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც''- ირაკლი კობახიძე
,, ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გაიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი''- ირაკლი კობახიძე
,,ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე ''- პრემიერი
მგონი, არ არიან ამ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ - ლევან მაჭავარიანი
,,საჯარო დებატები "სწორი ინიციატივაა. ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს"- ალექსანდრე რაქვიაშვილი
კითხვა არ მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო-გრიგოლ გეგელია
,ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი''- დავით ქართველიშვილი
"ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს''- ლევან მაჭავარიანი
"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ხალხისთვის" - გიორგი კაპანაძე
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა
,,ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ფასებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს''- დავით მათიკაშვილი
,,აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას - ხომ არ არის ეს საბოტაჟი?''- გიორგი ვოლსკი
„ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა''- დავით მათიკაშვილი
„ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს, პირველ რიგში, არის "ოცნება" - გიორგი შარაშიძე