გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინეს.


3448 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 1089 - ბათუმში, 837 - ქუთაისში, 642 - რუსთავში.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი - გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. კონტროლის ღონისძიებების განხორცილებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო. სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამოვლენის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. დღეისათვის, გამონაბოლქვის კონტროლს დეპარტამენტის 15 ეკიპაჟი ახორციელებს.

ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შეძლონ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი; დაფიქსირდა ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი - 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 5562 ფაქტი გამოავლინა; 2025 წელს კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხ მსხვილ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი) გაცილებით მეტი მანქანის შემოწმება და 454-ით მეტი ფაქტის გამოვლენა მოახდინეს.





მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინა
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 იანვარის ამინდის პროგნოზი
აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავს და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის - ერთ-ერთი ბრენდის ზეითუნის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა
ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება - მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ
,,ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს'' - მათიკაშვილი
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
როგორი ამინდი იქნება 25 იანვარს საქართველოში
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
მომავალ კვირას, პრემიერ-მინისტრი მეწარმეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
საჯარო დებატების გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
„+16 გრადუსი დაფიქსირდება“ - ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ
24-26 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის 5 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა