ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე

საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის რეჟიმშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, მიუხედავად ქვეყნის მასშტაბებისა.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გადაიტვირთოს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რა დამოკიდებულებაც იყო საქართველოსთან მიმართებით - არასამართლიანი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, მუქარები - ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა წინა თაობებმა იბრძოლეს. ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს გატარებული.

სხვა ურთიერთობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, ასევე მთავარი დაპირება და ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო „დიფ სთეითის" დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვგულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს. დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან „დიფ სთეითი" დაამარცხა. არც ერთი არის, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე
ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე
არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას -ირაკლი კობახიძე
"ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ"-ანი წითლიძე
ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში -პრემიერი
პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის-ირაკლი კობახიძე
დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები -ირაკლი კობახიძე
საქართველოს დელეგაცია გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას
,,ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც არ არის გასაკვირი''- ირაკლი კობახიძე
,,გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, რომ სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები ''- პრემიერი
,, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც''- ირაკლი კობახიძე
,, ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გაიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი''- ირაკლი კობახიძე
,,ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე ''- პრემიერი
მგონი, არ არიან ამ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ - ლევან მაჭავარიანი
,,საჯარო დებატები "სწორი ინიციატივაა. ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს"- ალექსანდრე რაქვიაშვილი
კითხვა არ მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო-გრიგოლ გეგელია
,ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი''- დავით ქართველიშვილი
"ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს''- ლევან მაჭავარიანი
"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ხალხისთვის" - გიორგი კაპანაძე
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა