საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე

ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაერო-ში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ დაგეგმილ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარადგენს.

მისი შეფასებით, იმ სანქციებს, რომლებიც თუნდაც ალექსანდრე დარახველიძეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ დაუწესა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ვიცით, როგორ წესდებოდა სანქციები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იყო, სინამდვილეში კი არცერთი მათგანი შინაარსობრივად გამართული არაა. არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველოში ვინმე ყოფილიყო დასანქცირებული. ასევე ბევრჯერ ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რატომ კეთდებოდა განცხადებები - ვიღაცა ამაში იხდიდა თანხას, რომელიც დაფარული იყო ვითომ ლობიზმით, სინამდვილეში კი ფულს იღებდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა „გაეშავებინათ". ფარა-ს დოკუმენტში ეს ყველაფერი აღწერილია და საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელია. თუნდაც იმ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით, ვინ გამოვიდა უცხოეთიდან და ვინ ისაუბრა სიმართლე, რა ხდებოდა და როგორი ძალადობა იყო? გინახავთ რომელიმე ერთი უცხოელი მაინც გამოსულიყოს და ეს დაეგმოს ან აღნიშნულთან დაკავშირებით გაეკეთებინოს განცხადება? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ხედავს ყველაფერს, რა პროცესები მიდის და როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ; რეალურად ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, იმ კრიტიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით ისმის, არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.

„ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, ამას ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც სწორად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და არ აქვს პოლიტიკური მოტივები, რა თქმა უნდა, დაადასტურებს. გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე საქართველოში ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თვალსაზრისით. მაშინ, იმ პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანამ უკან დაიხია. ეს ხომ ძალიან დიდი სისულელე და ტყუილია? ხალხი ამას ხომ ხედავს? საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოსცადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს. ამიტომ, ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ, ძალიან ხშირად გაგვიკრიტიკებია და ამ კრიტიკას აქვს საფუძველი. ხშირად ვამბობთ, რომ მსგავსი განცხადებები ტყუილია იმიტომ, რომ რეალურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე
ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე
არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას -ირაკლი კობახიძე
"ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ"-ანი წითლიძე
ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში -პრემიერი
პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის-ირაკლი კობახიძე
დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები -ირაკლი კობახიძე
საქართველოს დელეგაცია გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას
,,ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც არ არის გასაკვირი''- ირაკლი კობახიძე
,,გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, რომ სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები ''- პრემიერი
,, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც''- ირაკლი კობახიძე
,, ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გაიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი''- ირაკლი კობახიძე
,,ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე ''- პრემიერი
მგონი, არ არიან ამ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ - ლევან მაჭავარიანი
,,საჯარო დებატები "სწორი ინიციატივაა. ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს"- ალექსანდრე რაქვიაშვილი
კითხვა არ მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო-გრიგოლ გეგელია
,ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი''- დავით ქართველიშვილი
"ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს''- ლევან მაჭავარიანი
"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ხალხისთვის" - გიორგი კაპანაძე
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა