პოლიციამ მუხრანში დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1982 წელს დაბადებული ს.ც. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს მცხეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს და 1985 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს.

„დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ - შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე
ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
პროკურატურა საბოტაჟის საქმეზე ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან -სუს-ი
პოლიციამ მუხრანში დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
სუს-ის თანამშრომელი მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
,,ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვლზე გაიხსნა'' - შსს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს
რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს - შსს
თბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შსს განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა