უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან -სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.
სუს-ი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.
„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.
უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას", - აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ - შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე
ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
პროკურატურა საბოტაჟის საქმეზე ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან -სუს-ი
პოლიციამ მუხრანში დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
სუს-ის თანამშრომელი მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
,,ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვლზე გაიხსნა'' - შსს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს
რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს - შსს
თბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შსს განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა